in

როგორ სწავლობს Iknow ბიზნეს საჭიროებებს და რა სარგებელს ქმნის ქართულ ბაზარზე

დღეს ერთი საინტერესო გუნდი უნდა გაგაცნოთ. ის 25 ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ყოველ ახალ სამუშაო დღეს დადებითი განწყობითა და საქმისადმი სიყვარულით იწყებენ. აქ, სამუშაო პოზიციის გარდა, ყველას დამატებითი რეგალიებიც აქვს – ელჩები. მაგალითად, განწყობის ელჩი, ჭამა-სმის ელჩი, სიკეთის ელჩი და სხვა. ელჩები, თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, ზრუნავენ იმაზე, რომ დანარჩენი თანამშრომლები სამსახურში თავს კარგად გრძნობდნენ, ერთვებოდნენ სახალისო აქტივობებში და ასე, ლაღი ურთიერთობით აკეთებდნენ საერთო საქმეს.

საქმე კი არც ისე მარტივია და არც ისე სახუმარო. ეს გუნდი მცირე, საშუალო ბიზნესსა თუ მსხვილ, მათ შორის, გლობალურ კომპანიებს IT მომსახურებას უწევს და იმ საჭიროებებს აანალიზებს, რომლებიც ბიზნესს გააჩნია. კომპანიას, რომელიც ამ გუნდს აერთიანებს, ჰქვია Iknow. მისი მთავარი მისიაა, დაეხმაროს უფრო მეტ კომპანიას პროცესების გაციფრულების სირთულეების გადალახვაში, შესაბამისად, ამ პროცესების მართვაზე დახარჯული დროისა და ადამიანური რესურსების შემცირებაში, რაც საბოლოო ჯამში აისახება კომპანიების სტაბილურ ზრდაში.

Iknow მუდმივად მზადაა მომხმარებელს თანამედროვე, მის საჭიროებებზე მორგებული სერვისი შესთავაზოს, რომელიც, ერთი მხრივ, კომპანიის პროცესების გაციფრულებისა და მეტი ავტომატიზაციისთვის ანალიზს, მეორე მხრივ კი, ERP სააღრიცხვო სისტემების დანერგვას მოიცავს. კომპანია 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს აუთსორს სერვისს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.

Iknow- საოპერაციო დირექტორი, ნათია კვარაცხელია გვიზიარებს, რომ კომპანიის მთავარი ხედვა ეყრდნობა მუდმივ განვითარებას, თანამედროვე სისტემების გაცნობასა და მომხმარებლის მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას. კომპანიის შესახებ ბევრი სხვა კითხვის დასაფარად, ნათიამ ბევრი სხვა ინფორმაციაც გაგვიზიარა.

M: ნათია, მოდი დეტალურად ჩამოგვითვალეთ, რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს Iknow?

კომპანიებს ჩვენი სახით ჰყავთ სანდო პარტნიორი, რომელიც სტრატეგიულ და რთულ მომენტებში ეხმარება. ასევე, აქტიურად ვართ ჩართულნი მათი წინსვლისა და განვითარების პროცესში.

პირველ რიგში, კომპანიებს ვთავაზობთ თავიანთი ბიზნეს საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს, რის შესაბამისადაც ვურჩევთ, რომელი სააღრიცხვო სისტემა უნდა გამოიყენონ, რომელი შეესაბამება მათ პროცესებს, ბიუჯეტსა და მოთხოვნებს. ქართული კომპანიები დღითიდღე უფრო მეტად იაზრებენ იმას, რომ სწორი სააღრიცხვო სისტემა ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ორგანული ნაწილია და იკვეთება ბიზნესის ყველა ძირითად პროცესთან. ERP სისტემის შერჩევისას ვითვალისწინებთ მთლიანი ბიზნესის გრძელვადიან ხედვასა და მომიჯნავე სფეროებში არსებულ ტენდენციებს.

პროგრამული პროდუქტის შერჩევის შემდეგ ვთავაზობთ მის დანერგვას – ბიზნეს პროცესების გაციფრულებასა და რუტინული, განმეორებადი საკითხების ავტომატიზირებას სისტემაში.

სისტემის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვანია ინტენსიური მხარდაჭერის სერვისის მიწოდება, ვინაიდან მუდმივად ხდება ბიზნეს პროცესების სამუშაო გარემოში ანალიზი და შესაბამისი პროცესური თუ სისტემური ცვლილებების განხორციელება აუცილებელია მის შემდგომაც, რათა შედგეს პროცესებისა და სისტემის ერთგვარი შერწყმა ეფექტურობის გასაზრდელად და იმ საბოლოო მიზნების მისაღწევად, რისთვისაც კომპანიები ახორციელებენ მსგავსი სისტემებისა თუ სერვისების შესყიდვას.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია სააღრიცხვო სისტემის მუდმივი მონიტორინგი, სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე ოპერატიული რეაგირებისა და მისი მდგრადობის შენარჩუნებისთვის. მომხმარებლებს აღნიშნული პროცესის სრულად ჩვენს თავზე აღებას ვთავაზობთ ბაზის ადმინისტრირების აუთსორსის სერვისის ფარგლებში.

გარდა ამისა, დღეისათვის განსაკუთრებით მოთხოვნადი მიმართულებაა Custom Development, რომლის ფარგლებშიც, კლიენტების მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, არსებულ სისტემებში ვამატებთ საჭირო ფუნქციონალებს, ან ვქმნით ინდივიდუალურ პროგრამულ გადაწყვეტებს პროცესების აღსარიცხავად.

ასევე გვაქვს 2 ახალი მიმართულება – Mobile Agent, რომელიც სადისტრიბუციო-სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვისთვის გამოიყენება და DocFlow – დოკუმენტების მართვის ციფრული სისტემა.

M: ვინ არის თქვენი ძირითადი სეგმენტი და რა სარგებელს ქმნით მათთვის?

საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელი გვაქვს. ჩვენი კლიენტები არიან დისტრიბუციის, რითეილის, წარმოების, მომსახურების, სამშენებლო და სხვა სფეროს წარმომადგენლები, თუმცა დიდი ნაწილი მაინც დისტრიბუციისა და რითეილის კომპანიებს უჭირავთ. ვინაიდან ჩვენი მიზანი მომხმარებელზე ორიენტირებაა, ვეხმარებით მათ სამუშაო პროცესის გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში, დეტალურ აღრიცხვასა და სისტემატიზაციაში.

პროგრამული პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მათ უმარტივებს შემოსავლებისა თუ ხარჯების დროულ ანალიზსა და ოპტიმიზებას, მომარაგების უწყვეტობას, დროულ და სწორ რეპორტინგს, შეცდომების პრევენციას და ა.შ.

მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებსა და ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენი სერვისები მათ უმარტივებთ როგორც შეკვეთების დამუშავების, ისე შესყიდვებისა და გაყიდვების, საქონლის დაბრუნების მონიტორინგის პროცესს, ინვენტარისა და მარაგების მართვას, კონკურენტების ანალიზს, წარმოების პროცესების ავტომატიზაციასა და ოპერაციების ოპტიმალურ დროში შესრულებას.

გასათვალისწინებელია ნებისმიერი პროცესის პროგრამულად აღრიცხვა – დავალებები და პროცესები, რომლებიც სრულდება რუტინულად, აქვს განმეორებადი ხასიათი და დაფუძნებულია გარკვეულ ლოგიკასა და წესზე. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს მუშაობის დროსა და ხარჯებს, მინიმუმამდე დაჰყავს ოპერაციული შეცდომების რისკი, ზრდის პროცესების ტემპს, მოქნილობასა და პროდუქტიულობას.

 M: რა რესურსებთან არის დაკავშირებული კომპანიებისთვის დამოუკიდებლად იმ სერვისების წარმოება, რასაც თქვენ სთავაზობთ?

მსგავსი კომპლექსური გადაწყვეტებისა და სისტემების მოვლისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სააღრიცხვო სისტემის სტაბილური მუშაობა, მდგრადობის შენარჩუნება და სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე სწორი რეაგირება, ასევე სისტემისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის (სერვერები, ქსელი) მართვა და პრობლემების სწორი ანალიზი, ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე. იმისთვის, რომ კომპანიამ დამოუკიდებლად უზრუნველყოს ზემოაღნიშნული, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, რაც საკმაოდ დიდი ხარჯია, როგორც სახელფასო დანახარჯების კუთხით, ასევე, მათი სამუშაო გარემოს მოწყობისა და კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში. ჩვენთან კადრების კვალიფიკაცია მუდმივად მზარდია, რადგან ბევრ განსხვავებულ პროექტში უწევთ მონაწილეობა განსხვავებით შიდა კადრისგან, რომელიც ერთ კონკრეტულ პროექტს ემსახურება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ზოგადად კომპანიებს შორის ურთიერთობა მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს ორივეს მხრიდან. ასევე, მეტ გარანტიებსა თუ კომფორტს აძლევს დამქირავებელს, მაგალითისთვის, კადრების როტაციის პრობლემა, რაც დღეს IT სფეროში ძალზედ აქტუალურია, ამ საკითხზე ფიქრი აღარ უწევს დამქირავებელს და ხარისხიანი სერვისის ვალდებულება მთლიანად ჩვენს მხარესაა.

ყოველივე ზემოთქმული ჩვენს კლიენტებში უსაფრთხოების შეგრძნებასა და ხარისხიანი სერვისის გარანტიებს ქმნის.

M: მოგვიყევით გუნდის შესახებაც: რა გამოცდილება აქვთ მის წევრებს და რა არის გუნდის მთავარი ფასეულობა?

ჩვენი გუნდი საკმაოდ გამოცდილი კადრებით არის დაკომპლექტებული. ზოგიერთი მათგანი დაარსების დღიდან აქ მუშაობს, ზოგი კი მოგვიანებით შემოგვიერთდა, თუმცა უკვე ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია დაგროვილი.

საამაყოა გუნდისა და კომპანიის ძირითადი ფასეულობის თანხვედრა. ჩვენთვის მნიშნელოვანია უწყვეტი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარება ინოვაციების კვალდაკვალ, ვიღებთ პასუხისმგებლობას პროექტების შესრულების ხარისხზე და ორიენტირებული ვართ მომხმარებელზე, რათა გამორჩეული მომსახურებით უზრუნველვყოთ მათი ბიზნესის მართვის ეფექტურობა.

M: რა არის თქვენი, როგორც კომპანიის მთავარი ხედვა და როგორია სამომავლო გეგმები?

ჩვენ ვერ ვაქცევთ ჩვენს კლიენტებს უკეთესად, თუ თავად არ ვიქნებით ყოველდღიურად უკეთესები. სწორედ ამიტომ, კომპანიის შიდა პროცესების მონიტორინგი, ახალი იდეებისა თუ მეთოდების შემუშავება და ტესტირება ჩვენთვის ერთგვარი რუტინაა. რთულია მუდმივ ცვლილებებში ყოფნა, თუმცა განვითარებად სამყაროში, სწორედ ცვლილებებია არსებობისა და აქტუალობის გარანტი.

ვგეგმავთ, გავხდეთ ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე. ასევე გავზარდოთ კლიენტების რაოდენობა ამიერკავკასიაში. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი – გვსურს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ამასთან, გვინდა, რომ მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს, რისთვისაც მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს და ვცდილობთ, უფრო და უფრო თანამედროვე სისტემები დავნერგოთ საქართველოში.

[R]

თიბისიმ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა

როგორ აისახება შვებულება თქვენს კეთილდღეობაზე?