in

იკანოს ლურჯი ოკეანე – მათე აბესაძე / Spotlight 2016

Spotlight-ი – პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება – არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ სფეროში მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ.
2016 წლის Spotlight-ის ერთ-ერთი სპიკერი მათე აბესაძეა, რომელიც იკანოს შექმნის ისტორიასა და იკანოსთან საკუთარი თანაცხოვრების ერთ წელიწადს გვიყვება. ბრენდის ისტორია იწყება 3 ენტრეპრენერული სულისკვეთების მქონე ადამიანის მოხვედრით – კომპანია „მეგობრების მარანში“ – რომელსაც 15 პარტნიორის მიერ დასმული 3 ბიზნესმოცემულობა უნდა შეესრულებინა. ვიდეოში საუბარია იმ მიზეზებზე, რატომ ანიჭებდა ახალგაზრდა თაობა უპირატესობას, მაგალითად, არაყს და შესაბამისად, არ სვამდა ღვინოს. რა პირობები შექმნა იკანომ, ღვინის როგორ კუპაჟს მიანიჭა უპირატესობა, რაზე გააკეთა აქცენტი ბრენდის კონცეპტზე მუშაობისას, როგორ განსაზღვრა პროდუქტის რეალიზების ადგილი და საჭირო სეგმენტი და რისი საშუალებით მიაღწია მიზანს, რომ მაგალითად, 4GB ფესტივალზე, 300-400 ბოთლი ღვინო გაყიდა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=pQTu7rBozPg[/embedyt]

ჯეი ნიბი – Ernst and Young-ის გლობალური ვიცეპრეზიდენტი: “Guys, it’s fucking awesome“.

„ამის მერე, ვიფიქრეთ, რომ ვცურავთ დიდ ლურჯ ოკეანეში, აბსოლუტურად ყველას გარეშე. იკანომ ღვინის სმა დააწყებინა იმ ადამიანებს, რომლებიც ღვინოს არასდროს დალევდნენ“- მათე აბესაძე.Spotlight-ი პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა.

მადლობის ეკიპაჟი კარგი მძღოლების წასახალისებლად! – ალდაგის კამპანია

ხშირად, წამალზე უფრო მნიშვნელოვანი, უბრალოდ მოსმენაა – კამპანია დეპრესიის წინააღმდეგ