როდესაც სუნამოების წარმოებაზე ვსაუბრობთ, პირველი ქვეყანა რომელიც გვახსენდება საფრანგეთია. რთულია ადგილის ისეთი ბრენდების გვერდით დაკავება, როგორებიცაა – “Chanel”, “Paco Rabbane”, Givenchy”. თუმცა შეუძლებელი არაფერია.
მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ პირველი ქართული სუნამოს გარე რეკლამას, რომელიც ჩვენმა მკითხველმა მოგვაწოდა. სუნამოს მწარმოებელ კომპანიად მითითებულია IKS WOBEL-ი. მინიმალისტური ბრენდინგი, თანამედროვე ბოთლის ფორმა და სახელი, რომელიც გარკვეულ ასოციაციებს აღძრავს – “უცხო სურნელი”.

ქართველი მომხმარებლებისთვის ალბათ მალე იქნება შესაძლებელი “უცხო სურნელის” შეგრძნება, მანამდე კი მარკეტერი ეცდება დეტალური ინფორმაციის მოძიებას.










