in

ღვინის ბრენდის ვიზუალური იდენტობა დროის ეფემერულობას უსვამს ხაზს

ღვინის ბრენდი, სახელწოდებით Il Tempo Vola, არსებობის ეფემერულ ბუნებას უსვამს ხაზს — მისი ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა იმის გამოხატვისკენაა მიმართული, რომ დრო სწრაფად გადის, აწმყო უნდა დავაფასოთ და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ… ცხოვრების სასიამოვნოდ გატარების ნაწილად კი სწორედ ჭიქა ღვინოს მოიაზრებენ.

„დრო მიფრინავს, მაგრამ ჩვენც მასთან ერთად დავფრინავთ. ყოველ წარმავალს წამს მარადიულად ვაქცევთ. ცხოვრობთ ინტენსიურად, ვტოვებთ კვალს და ჩვენს არსებობას საშუალებას ვაძლევთ, გზამკვლევად გვექცეს“, — ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.

იდეის ვიზუალურად სათარგმნად, არატრადიციული ელემენტების კომბინაციით დაუპირისპირდნენ. ასე გადალახეს რეალობის შესახებ არსებული ბარიერები, წინასწარ განსაზღვრული განწყობები და გახსენეს ახალი შესაძლებლობები თუ პერსპექტივები. თანამედროვე ცხოვრების ფრაგმენტული და ხშირად ქაოსური ხასიათის სიურრეალისტური პრიზმით ასახვა საინტერესო აღმოჩნდა ბრენდინგისთვის. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დეტალების კომპოზიციური ერთიანობა, რომელიც ლოგიკას ეწინააღმდეგება, ემოციურ დონეს ზრდის.

ეს შეიძლება იყოს ვიზუალური მეტაფორა სამყაროს მრავალფეროვნებისა და ერთიანობის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს ყველაფერს.

5 არტისტი, რომელთა ნამუშევრებიც გარემოს დაცვას ეხმიანება

როგორ გამოვიმუშაოთ ქოფირაითინგით ფული