დღეს HR მენეჯმენტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრირებით, ის ორგანიზაციის სტრატეგიული ბირთვია, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ზრდის ტემპს, კულტურას, პროდუქტიულობასა და კონკურენტულ პოზიციას ბაზარზე.
თუმცა ქართულ ბიზნესგარემოში HR-ის სტრატეგიულ როლს ხშირად ტექნოლოგიური შეზღუდვები აფერხებს. საერთაშორისო სისტემები რთულად ერგება ადგილობრივ ბინზესპროცესებს, ხოლო მოძველებული შიდა პროგრამები ვერ პასუხობს თანამედროვე ორგანიზაციების სიჩქარესა და ანალიტიკურ მოთხოვნებს. შედეგად, HR გუნდი კვლავ ექსელში მართავს პროცესებს და ოპერაციულ რუტინაშია ჩაძირული, რის გამოც ვერ ახერხებს ადამიანური კაპიტალის სტრატეგიულ მენეჯმენტს.
სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად შეიქმნა ILARIA – HR ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ HR პროგრამასა და პროფესიულ საკონსულტაციო სერვისებს.
ქართული ბიზნესგარემო არაერთ თავისებურებას მოიცავს. განსაკუთრებით რთულია ანაზღაურების მოდელებისა და სამუშაო გრაფიკების მართვა. მრავალშრიანი სახელფასო სისტემა, ცვლადი ბონუსები, დანამატები, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკები – ამ პირობებში მცირე ტექნიკური ხარვეზიც კი ფინანსურ და რეპუტაციულ რისკად შეიძლება იქცეს.
გლობალური პლატფორმების ადაპტაცია ადგილობრივ რეგულაციებთან ხშირად დამატებით ხარჯებსა და ტექნიკურ ჩარევებს მოითხოვს. ამავდროულად, კანონმდებლობის ცვლილება სისტემის ხელახალ კონფიგურაციას საჭიროებს, რაც ბიზნესისთვის დამატებით ადმინისტრაციულ ტვირთს ქმნის.
ქართულ კომპანიებში ინფორმაციის მიმოცვლა ხშირად ფრაგმენტულია. გაფანტული იმეილები, დაგვიანებული პასუხები, გაურკვეველი სტატუსები…ეს არა მხოლოდ პროცესებს აფერხებს, არამედ თანამშრომლების ჩართულობასაც ამცირებს.
ILARIA-ს მთავარი მიღწევა ისაა, რომ მან მოახერხა HR პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაცია. ეს აღარ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა; ეს არის ცოცხალი ეკოსისტემა, რომელიც კომპანიის ყოველდღიურობას ცვლის.
პლატფორმა მხოლოდ HR გუნდზე არ არის ორიენტირებული. ის მენეჯერული მართვის ინსტრუმენტიცაა: დავალებების დელეგირება, თანამშრომლების შესრულების მონიტორინგი და პროექტების კოორდინაცია ერთიან ციფრულ სივრცეში ხდება.
მენეჯერული გადაწყვეტილებების დონეზე, ILARIA პროცესებს ინტერაქციული ანალიტიკით აგვირგვინებს. Dashboard-ები და დეტალური რეპორტინგი საშუალებას იძლევა, ორგანიზაციის პულსზე გედოთ ხელი. აქ გადაწყვეტილებები აღარ მიიღება მხოლოდ ინტუიციით – ყველა ნაბიჯი გამყარებულია რეალური ციფრებითა და მონაცემებით, რაც ბიზნესის მდგრადობასა და პროგნოზირებადობას განაპირობებს.
თანამედროვე სამუშაო გარემო მოქნილობას მოითხოვს, რასაც ILARIA Mobile App პასუხობს. მობილური აპლიკაციის მეშვეობით, თანამშრომლები მუდმივად ჩართულნი არიან პროცესებში: იქნება ეს შვებულების მოთხოვნა, სიახლეების გაცნობა, დავალებების მიღება, პროცესების დადასტურება თუ საჭირო ინფორმაციის მიღება – ყველაფერი სმარტფონში, რამდენიმე კლიკით ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ILARIA მხოლოდ „სოფტი“ არ არის. კომპანია სთავაზობს ბიზნესს HR აუთსორსინგს, კონსალტინგსა და რეკრუტინგს. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია იღებს როგორც მძლავრ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს, ისე ექსპერტულ მხარდაჭერას პროცესების სწორად დასაგეგმად.
ILARIA-ს მაგალითი აჩვენებს, რომ ქართული ტექნოლოგიური პროდუქტი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ეფექტური, ვიდრე უნივერსალური საერთაშორისო მოდელები, რადგან ის ზუსტად ესადაგება ადგილობრივი ბიზნესის სპეციფიკას.
თანაც HR-ის სტრატეგიული ტრანსფორმაცია არჩევანი აღარ არის. ეს კონკურენტული აუცილებლობაა.
ILARIA სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე გამოჩნდა, როგორც პლატფორმა, რომელიც ქართულ ბიზნესს ოპერაციული ქაოსიდან სტრატეგიულ მართვაზე გადასვლაში ეხმარება.
[პარტნიორის კონტენტი]











