ერთად სმისას, შეგიმჩნევიათ, რომ ვიღაცამ თავი აარიდა დალევას? როგორც ჩანს, ეს პრობლემა შვედეთშიც აქტუალურია. სწორედ ამიტომ, ლუდის შვედურმა ბრენდმა Norrland Gulds გადაწყვიტა კონტრაქტი გაუფორმოს ერთად მსმელებს. კონტრაქტის თანახმად, შეგიძლიათ უჩივლოთ მას, ვინც თავის წილ სასმელს არ დალევს. ლუდის ბრენდმა სტოკჰოლმის სააგენტოებთან Akestam Holst, Making Waves NoA და იურისტების ჯგუფთან ერთად იმუშავა კონტრაქტის შესადგენად და კამპანიის შესაქმნელად. კონტრაქტის საშუალებით, მეგობრები იღებენ პასუხისმგებლობას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, იხდიან ჯარიმას $50 ოდენობით. გადაუხდელობის გამო, საქმე სასამართლოშიც კი შეიძლება მოხვდეს.