in

„ილიაუნიში“ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია გაიმართა

18 თებერვალს, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ტექნოლოგიების სკოლის კამპუსში, „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა და პროექტის მენეჯერმა, ნანა დიხამინჯიამ, „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” პროგრამის ოფიცერმა ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილმა, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, „საქართველოს ICT კლასტერისა“და „ინოვაციური განათლების ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად  გახსნეს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში „უნარები დასაქმებისთვის“, მისი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი, რომელშიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჩაერთვება 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი. ამ ტიპის კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების საფუძვლის შექმნისთვის, ის მისცემს ახალგაზრდებს უნარებს, რაც მომავალში დასაქმებისთვის წაადგებათ. ჩართულები იქნებიან 15-დან 25-წლამდე ახალგაზრდები, ისინი შეისწავლიან დაპროგრამებას „პითონზე“, მონაცემთა ბაზების ვიზუალიზაციას და ანალიზს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, სამომხმარებლო ინტერფეისს და დიზაინს და მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს. გარდა ამისა, შეიქმნება დიდი ვებ პლატფორმა, სადაც ამ კურსების მასალები იქნება განთავსებული. ამ პლატფორმის საშუალებით, ასევე, შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მენტორებთან დაკავშირება. ამ რესურსებით სარგებლობას სხვა სკოლებიც შეძლებენ“,- ამბობს ნანა დიხამინჯია, „ილიაუნის“ ვიცე-რექტორი, ინოვაციების და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

ნანა დიხამინჯია – „ილიაუნის“ ვიცე-რექტორი, ინოვაციების და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, GITA-ს, „ICT კლასტერისა“  და „ინოვაციური განათლების ფონდის“ (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნის მომავლის და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ, საქართველოში, 100 სასწავლო დაწესებულებას მოვიცავთ და მათ შევთავაზებთ თანამედროვე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ პროექტის დაფინანსებისთვის და რაც მთავარია, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს“,რომლის უშუალო ინიციატივით და ავტორობით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ მოვახდენთ ფინანსურ მხარდაჭერასაც და ასევე ჩვენი ყველა რეგიონული ტექნოპარკი, ბათუმში,ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში ჩართული იქნება ამ პროექტის განხორციელებაში“,- ამბობს GITA-ს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე.

ავთანდილ კასრაძე – GITA-ს ხელმძღვანელი

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“, „ICT კლასტერისა“ და „ინოვაციური განათლების ფონდთან“ (IEF) თანამშრომლობით ხორციელდება.

 

[R]

სინამდვილე ზღაპრებს მიღმა, ანუ „შენიას“ #შეცდომები

Android 12 – ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ!