მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამთ AI-ს მიერ გენერირებული ხელოვნების სამყაროს, ერთი რამ უდავოა: ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, ფანტასტიკური სამყაროები ყველაზე ხელშესახებად წარმოვიდგინოთ. ახალი ტენდენცია კი იმისკენაა მიმართული, რომ მეტად ჰიპნოზური გარემო შეგვიქმნას, რათა სრულად ჩავიძიროთ ვიზუალებში. საუბარია სპირალურ, ბადისებრ და პერფექციონიზმის ბალანსს სრულად დაქვემდებარებულ კომპოზიციებზე.
ახალი AI გენერატორი Illusion Diffusion ილუზორული სურათების შექმნის საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა, ჯერ ილუზიის შაბლონი ატვირთოთ, შემდეგ კი ტექსტური მოთხოვნა შეიყვანოთ — როგორი სიუჟეტის გამოსახვა გსურთ.