დასრულდა ილუსტრაციების კონკურსი რუსული ოკუპაციის თემაზე. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ნამუშევრები, მთავარი გზავნილით „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“.
„საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) არის ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. სწორედ მათი ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი. პირობა ასეთი იყო: ნამუშევრებს უნდა წარმოეჩინა რუსული ოკუპაცია და მისი გავლენები საქართველოზე. კონკურსანტები შეზღუდულები არ იყვნენ უშუალო თემატიკაში – შეეძლოთ, ილუსტრაციები შეექმნათ 100 წლის წინ, საქართველოს გასაბჭოების თემაზე, 2008 წლის ომზე, მიმდინარე მცოცავი ანექსიის შესახებ, 1990-იანი წლების მოვლენებზე, ან თუნდაც – საბჭოთა პერიოდზე“.
კონკურსში I ადგილზე სოსლან სანაკოევის ნამუშევარი გავიდა. II ადგილი კი თამთა არუნაშვილის ილუსტრაციამ დაიკავა. მისი მთავარი პერსონაჟი ყველასათვის ცნობილი დათა პაპა, ანუ დათა ვალიშვილია, რომელიც სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობდა.


აქვე, მთავარი გამარჯვებულების გარდა, საუკეთესო ათეულში შესულ სხვა ნამუშევრებსა და მათ ავტორებსაც გაგაცნობთ.






















