in

კაცი, რომელიც (ყველგან) სულ ლაპარაკობს! ჩაანაცვლებს თუ არა ილო ბეროშვილი დუტა სხირტლაძეს?

კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს ახლა უკვე ყველგან ლაპარაკობს. ეს ჯეოსელის ახალი რეკლამაა, სადაც მთავარი გმირი უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ილო ბეროშვილია. ჯეოსელი ის უიშვიათესი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც კარგად იყენებდა ბრენდ ამბასადორებს და სწორად არჩევდა ბრენდის შესაბამის პერსონაჟს. მარკეტერი დაინტერესდა მოხდება თუ არა დუტა სხრიტლაძის ჩანაცვლება ახალი გმირით:

Geocell – “ჯერ-ჯერობით რაიმე ცვლილება არ იგეგმება და ამ ეტაპზე ილია ბეროშვილი ( „კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს“) მხოლოდ „უსასრულოს“ პერსონაჟია. „ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება მომავალში. თუმცა, ახლა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის მხოლოდ „უსასრულოს“ პერსონაჟია და ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება“

ახალი რეკლამის შეფასება ჩვენ ლევან გომშიაშვილს ვთხოვეთ (JWT Metro)

– “ჯეოსელის ახალი კამპანია უაღრესად საინტერესოა, რაც მთავარია გააჩნია ე.წ. entertainment value. ჯეოსელი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრენდ ამბასადორების საინტერესო გამოყენებით, დარწმუნებული ვარ ილო ბეროშვილის შემთხვევაშიც კამპანიას კიდევ უფრო საინტერესო განვითარება მოჰყვება.”

http://youtu.be/MJ_pzoBUOGs

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში – Facebook-ის ახალი რეკლამა

Nike -ის ისტორიული რეკლამა. 1982 წელი