2021 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესამ გამოკითხვა ჩაატარა 7-14 წლის ბავშვებში, თუ რა სიტყვებს შეარჩევდნენ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე საუბრისას. ყველაზე გავრცელებული სიტყვები ამ გამოკითხვაში, აღმოჩნდა: „შფოთვა”, „გამოწვევა” და „იზოლირება”.
სინგაპურში დაფუძნებულმა ჟურნალმა EYEYAH მოიწვია 40 ციფრული არტისტი როგორც სინგაპურიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან და გამოუშვა საკოლექციო გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილია ილუსტრაციები, რომლებიც იკვლევენ „შფოთვის” თემას მრავალი პერსპექტივით. მონაწილე მხატვრები თავიანთ ინტერპრეტაციებს წარმოგვიდგენენ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება შფოთვა, მისი მიზეზები, დადებითი და უარყოფითი გავლენები და მისი დაძლევის გზები.


„ვიზუალი პირდაპირ ესაუბრება ქვეცნობიერსა და მკითხველს – უბიძგებს შეანელონ, დააკვირდნენ, გააანალიზონ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ თითოეულ სურათს, რათა დაინახონ, როგორ შეიძლება ის დაკავშირებული იყოს მათ ცხოვრებასთან“, – წერს EYEYAH!.



EYEYAH! არის ვიზუალური საგანმანათლებლო ჟურნალი ბავშვებისთვის, რომელიც დააარსეს ტანია უილსონმა და სტივ ლოულერმა. მათი მისიაა სოციალურად და ეკოლოგიურად შეგნებული თაობის აღზრდა.












