in

ნახეთ: ილუსტრაციებში ასახული ვან გოგის ცხოვრება, როგორც მშვენიერებითა და სილამაზით სავსე თავგადასავალი

ილუსტრაციები აერთიანებს ყველაფერ იმას, რაც ვან გოგს აღაფრთოვანებდა… 

პოსტ-იმპრესიონისტმა მხატვარმა, ვინსენტ ვან გოგმა მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი ნამუშევრის გაყიდვა შეძლო… თუმცა დღესდღეობით ვან გოგისეული შფოთვისა და ტრაგიზმის ყოველდღიურ სიუჟეტებთან შერწყმა მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს – მათ შორის არის ირანელი ილუსტრატორი ალირეზა კარიმი მოღადამი. ის არის კომიქსების სერიის ავტორი, რომელიც მხატვრის ცხოვრების ილუსტრირებას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ვინსენტის ცხოვრებაცა და სიკვდილიც ისეთივე მძაფრი და მწარე იყო, როგორიც მის მიერ გამოყენებული “ტრაგიზმით სავსე ფერები”, მოგადამის ნამუშევრები მხატვრის სილამაზითა და სიყვარულით სავსე ცხოვრებაზე აკეთებს აქცენტს. ილუსტრაციები აერთიანებს ყველაფერ იმას, რაც ვან გოგს აღაფრთოვანებდა…

მართალია, მოგადამის მრავალი ილუსტრაცია მხატვრის ცხოვრების ზუსტ ასახვას წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი სურათი უფრო ფანტასტიკურ თხრობას გვთავაზობს. მაგალითად, ვინსენტის სამყაროში სრულიად “ალოგიკურად” ჩნდება სხვა ეპოქის მხატვარი, ფრიდა კალო, რაც სიმბოლურად ამ ორი პიროვნების ტრაგიზმის სიახლოვეზე მიუთითებს. “რადგანაც ვან გოგი თითქმის მთელი ცხოვრება ემოციური პარტნიორის გარეშე იმყოფებოდა, მას ფრიდა გავაცანი” – ამბობს ილუსტრატორი.

რას გვიმზადებს BMW 2023 წლისთვის? – პაპარაცული ფოტოები ტესტ დრაივიდან

Twitter-ის აუდიო ოთახებში ბილეთების გაყიდვის ფასიანი სერვისი მალე ამოქმედდება!