რეჟისორმა ხუან კაბრალმა, რომელმაც ბოლოს იკეას რეკლამა გადაიღო, ამჯერად Buchanan’s-ის ემოციურ ვიდეოზე იმუშავა.
რეკლამის მთავარი გმირი ახალგაზრდა იმპრესარიო და მისი მასწავლებელი, ილუზიონისტი მეფისტოა, რომელიც ოდესღაც სცენის ვარსკვლავი იყო. ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს მოხუც მასწავლებელს ძველი სახელი დაუბრუნოს და მისთვის გრანდიოზულ სანახაობას ასწყობს. მიუხედავად მისი მცდელობისა ყველაფერი მაინც ისე არ მიდის, როგორც დაგეგმა.
რეკლამის კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Santo-ს ეკუთვნის.