in

ცნობილი ბრენდების ლოგოები შუასაუკუნეებში რომ შეექმნათ

როდესაც ისეთ კომპანიებს ვახსენებთ, როგორებიცაა McDonald’s, Twitter და Amazon, მათი ლოგოები ავტომატურად თვალწინ წარმოგვიდგება. მხატვარი Ilya Stallone კი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ნიშნების შესწავლას და მათ კრეატიულ გარდაქმნას განაგრძობს — შუასაუკუნეების ხელოვნების შთაგონებით, ის სხვადასხვა ლოგოს რებრენდინგს ეწევა.

სტალონე თითოეული ილუსტრაციისთვის მრავალსაუკუნოვან ესთეტიკას მიმართავს და ხშირად იუმორისტული ელემენტებიც ჩნდება — ეს კი სრულიად ბუნებრივია, რადგან დღევანდელ რეალობაში არსებული ბრენდები შუასაუკუნეების ეპოქას ნაკლებად მიესადაგება. მაგალითად, მაკდონალდსის საკულტო “M”-ის შემთხვევაში თავმოჭრილი კლოუნის თავს და მისი პირიდან ამოფრქვეულ სითხეს ვხედავთ. ანალოგიურად, მერსედესის ვარსკვლავი გადაკეთებულია წამების ბორბალზე მიბმულ ფიგურად. ხოლო Spotify-ის სამი ზოლი შეიცვალა ძველი მუსიკალური ინსტრუმენტების ნაკრებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ილუსტრაციები ციფრულია, ისინი ძველ პერგამენტის ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს ჰგავს. ამისათვის, სტალონე ინარჩუნებს ვინტაჟურ შეგრძნებას, ობიექტების გარშემო სქელი შავი ხაზების გამოყენებით და თითოეული ლოგოს ძველი ქაღალდის ფონზე მოთავსებით.

2023 წლის ტრენდები მობილური აპლიკაციების სრულყოფისათვის

როგორ არ უნდა ჩაგვეძინოს ფილმის ყურებისას?