ოფიციალური მონაცემების მოპოვება იმის შესახებ, თუ რამდენი ძაღლის ხორცი იხარჯება გასტრონომიული მიზნით, ძალიან რთულია.
დაახლოებით 25 მილიონ ძაღლს ყოველწლიურად შესაჭმელად კლავენ. უსახლკარო ძაღლების დათვლა შეუძლებელია, მეორეს მხრივ უკანონო ძაღლსაშენების და ძაღლის ხორცის უკანონო გამყიდველების კონტროლი თითქმის წარმოუდგენელია, მაგალითად ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ტაილანდი.
სამაგიეროდ, ცნობილია ძაღლის ხორცის ფასი, 1 კილოგრამი უსახლკარო ძაღლი 300 THB ღირს, რაც დაახლოებით 10 დოლარია, ხოლო ერთი კილოგრამი ძაღლსაშენის ხორცი 1000THB (33 დოლარი) ღირს.
სარეკლამო სააგენო BBDO–მ სპეციალურად ამ თემაზე სარეკლამო პოსტერები გააკეთა. პოსტერზე ძაღლი კონუსის ფორმის დამცავ ყელსაბამს ატარებს, რომელიც მოხატული, ფაიფურის ჭურჭელს წააგავს.
სარეკლამო კამპანია: UniDog
სლოგანი “I’m begging for life, not for food.”