in

ბიზნეს – ინტელექტუალური თამაში ‘’I’M Intelectual Marketer”- 20 დეკემბერს ჩატარდება

20 დეკემბერს,  18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის B202 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი #32), მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებით  ტარდება ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში I’M – Intelectual Marketer“.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტერს შეეძლოს  არსებული  სიტუაციის ანალიზი და შეფასება. აღნიშნული პროექტის დახმარებით, მონაწილეები  ისწავლიან სწორად შეაფასონ მოცემული სიტუაცია და შეძლონ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ის სამუშაოები, რომლებიც მიეცემათ პროექტის მონაწილეებს, მიმართული იქნება მათი აზროვნების განვითარებისკენ და უკვე დაგროვილი ცოდნის გამოვლენისა და წახალისებისკენ. გარდა ამისა, მსგავი სახის პროექტები გაზრდის ინტერესს ახალგაზრდებში. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

intelectual

პროექტის მიზანია, გამოვავლინოთ და წავახალისოთ ინტელექტუალი მარკეტერები.

პროექტის ფარგლებში მოცემული იქნება სხვადასხვა სახის დავალებები, რომლებიც ეხება ბიზნესის სფეროსა და მარკეტინგს.

გამოვლინდება ყველაზე ძლიერი 3 გუნდი, რომელიც  აღნიშნულ დავალებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზებით.

მოკლე ინფორმაცია მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის შესახებ:
,,მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი’’ 2009  წლიდან არსებობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და აქტიურად ატარებს სხვადასხვა ბიზნეს-ინტელექტუალურ თამაშებს, უწყობს ხელს სტუდენტებში ეკონომიკური განათლების ამაღლებასა და თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას.  Fesc-ის პრიორიტეტია სტუდენტობის პერიოდში მომავალ ეკონომისტთა პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზაცია და ახალგაზრდებისათვის  ბიზნეს სფეროში საკუთარი თავის პოვნა, რასაც იგი სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრენინგებით, ტურებით ცნობილ კომპანიებში და ინტელექტუალური თამაშებით ახორციელებს.

 

#დედასშევეშვი-ს პატრონი ნაპოვნია! ფუდპანდას ვირუსული კამპანია

თუ თქვენ უკეთესად შეძლებთ, “Andy”-ს პრემიას იმსახურებთ