მოვიდა ის დღეც, როდესაც McDonald’s-მა საკუთარი ტანსაცმლის გამოშვება დაიწყო. ფეხსაცმელი, შარვლები, მაისურები ანუ ახალი ტანსაცმლის ახალი ხაზი “Big Mac”. “Big Mac”-ის პრეზენტაცია სტოკჰოლმში გამართა.
… მაგრამ ეს ყველაფერი 1 აპრილის სარეკლამო კამპანია “I’m Lovin It 24” აღმოჩნდა, რომელიც 1 აპრილამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს. კამპანიამ რამოდენიმე ქალაქი მოიცვა და მის ფარგლებში ლოს ანჯელესში ჰიმნი “Lovin” შესრულდა, მადრიდში უზარმაზარი ფაზლი ააწყვეს, ბუქარესტში სიხარულის ლაბირინთი გაიარეს, დუბაიში ბიგ მაკის სელფი გადაიღეს.
P.S. მიუხედავად იმისა, რომ McDonald’s-ის ტანსაცმლის ხაზი 1 აპრილის ხუმრობა აღმოჩნდა მათი ლოგო და ელემენტები 2014-2015 Moschino-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შეგიძლიათ ნახოთ.