in

iMac M1 და iPad Pro M1 წინასწარი შეკვეთები დაიწყო

2021 წლის Apple Spring პრეზენტაციაზე წარდგენილი iPad Pro 11“ M1, iPad Pro 12.9 M1 და iMac M1 წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია iSpace-ის მაღაზიათა ქსელში.

უახლესი iPad Pro M1 და მისი უპირატესობები

უახლესი iPad Pro – საოცრად მძლავრი და ესთეტური მოწყობილობაა. პლანშეტი ძალიან თხელი და საკმაოდ მსუბუქია: 11 ინჩიანი iPad Pro სულ რაღაც 466 გრამს იწონის, ხოლო 12,9 ინჩიანი მოდელი 682 გრამს. კორპუსი დამზადებულია ალუმინისაგან და გამოირჩევა საოცრად თხელი ჩარჩოთი.

M1 ჩიპის სიმძლავრე

2021 iPad Pro-ს წარმადობა აბსოლუტური საოცრებაა. მისი დახმარებით მარტივად დაამუშავებთ სურათებს, დაარედაქტირებთ ვიდეოებს და ისიამოვნებთ კონსოლის დონის სათამაშო შესაძლებლობებით.

M1 ახალ iPad Pro-ს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მოწყობილობად აქცევს – 8 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი 50%-ით ზრდის სიმძლავრეს, ხოლო 8 ბირთვიანი GPU 40%-ით მეტ გრაფიკულ შესაძლებლობას გვთავაზობს.

ამას გარდა, პლანშეტს აქვს 5G ქსელის და USB-C Thunderbolt მხარდაჭერა, ასევე 8GB და 16GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შიდა მოცულობაზეა დამოკიდებული.

iMac M1: მძლავრი, სწრაფი, ეფექტური

ახალი iMac აღჭურვილია Apple–ის რევოლუციური M1 ჩიპით, რაც მის წარმადობას წინა თაობის კომპიუტერებთან შედარებით 85%-ით ზრდის.

8 ბირთვიანი GPU ახლა ორჯერ უფრო სწრაფია. დაარედაქტირეთ 4K / 8K ვიდეო Final Cut Pro-ში, დაამუშავეთ სურათები Affinity Photo და Photoshop-ში, გამოიყენეთ რთული ფილტრები – სისტემა უმარტივესად უმკლავდება ნებისმიერ დატვირთვას.

უახლესი iMac M1 ხელმისაწვდომია 7 ფერში: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, მეწამული, ლურჯი და ვერცხლისფერი.

iMac ყოველთვის გვაკვირვებდა გამოსახულების ხარისხით და გამონაკლისი არც ახალი მოდელია. 24 ინჩიანი Retina ეკრანი 4.5K რეზოლუციით მხარს უჭერს მილიარდ ფერს. მაქსიმალური სიკაშკაშე 500 ნიტი. ინდუსტრიაში წამყვანი ანტირეფლექციური საფარი და True Tone ტექნოლოგია, რომელიც სურათს განსაკუთრებულ ბუნებრივობას ანიჭებს.

AirTag – უახლესი აქსესუარი Apple-ისგან

Apple AirTag მცირე ზომის, ღილაკის ფორმის ტრეკინგ მოწყობილობაა, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია ისეთ საგნებზე როგორიცაა გასაღები, საფულე და სხვა ყოველდღიური ნივთი თუ აქსესუარი.

AirTag მიმაგრებული აქსესუარის მოძიება ხდება Find My აპლიკაციაში Bluetooth–ის გამოყენებით, სხვა Apple მოწყობილობების მსგავსად.

თუ ახლახანს შეიძინეთ AirTag და გსურთ მისი ინსტალაცია, დარწმუნდით, რომ თქვენი iPhone ან iPad განახლებულია iOS 14.5 / iPadOS 14.5 ვერსიამდე. შესამოწმებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს: Settings > General > Software Update.

უახლესი აქსესუარის შეძენა უკვე შესაძლებელია iSpace-ის მაღაზიათა ქსელში.

 

[R]

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა

„ფულით ვერ იყიდი მეგობრობას“ – კითხვები და ბავშვები ეროვნული ბანკის კამპანიაში – II ნაწილი