in

Galaxy Note 9-ის ფოტო მოდელის ოფიციალურ პრეზენტაციამდე გავრცელდა

სანამ ერთმანეთის მიყოლებით „ჩაშვებული“ „თიზერების“ ფონზე, მომხმარებლები Galaxy Note 9-ის ვუზუალსა და ფუნქციებზე მსჯელობდნენ, „სამსუნგმა“ ახალი მოდელის ფოტო გაავრცელა. არა და, კომპანია, მის ოფიციალურად წარდგენას 9 აგვისტოს აპირებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, Samsung-მა „საკონტროლო გასროლა განახორციელა“ – Galaxy Note 9-ის ფოტო კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და რამდენიმე წუთში გაქრა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც მედიის წარმომადგენლებს, არც სფეროს სპეციალისტებს და არც ბრენდის გულშემატკივრებს არ დარჩენიათ – Galaxy Note 9-ის ფოტო უკვე მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

წყარო: www.mashable.com

„საპასპორტეს მსგავსად, რატომ არ შეგვიძლია, პრეზიდენტის რეზიდენციაც ვაქციოთ ალტერნატიულ მედიად?“ – ნათია სვანიძის #აზრები

თეთრები იწყებენ! – ბათუმის ჭადრაკის ოლიმპიადა 2018 [ვიდეო]