in

პიროვნული განვითარების ტრენინგი – Image Theatre, აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიით

ნათქვამია, რომ „მძიმე შრომა არ ნიშნავს ეფექტურ შრომას“. შედეგი კი, სწორედ ეფექტური შრომით მიიღწევა. ამ მიზეზით აუგუსტო ბოალის პიროვნული ზრდის მეთოდოლოგია უკვე აქტიურად გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ასევე ბიზნეს სექტორში, როგორც შრომითი პროდუქტიულობისა და ტალანტების მართვის ინოვაციური ინსტრუმენტი.

ტრენინგ და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი „ჰედვაისი“ მომხმარებელს უკვე მეექვსედ სთავაზობს  ტრენინგს „სახეთა თეატრი“ (Image Theatre), ზემოთ თქმული მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელსაც რატერსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორი, ნიუ იორკის თეატრალური ლაბორატორიის ტრენერი და პირადად აუგუსტო ბოალის მოწაფე – ალექსანდრ ჩერომუხინი გაუძღვება.

მეთოდოლოგიის შესახებ

ბოალის მეთოდი შედგება სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ტექნიკებისგან, რომლებიც გამოიყენება მრავალ კონტექსტში და განსხვავებულ კომბინაციაში. ჯგუფის კონტექსტის გათვალისწინება და მასზე სავარჯიშოების სწორი კომბინაციის მორგება რთული მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია ბოალის მეთოდოლოგიაში, რადგან ამ მეთოდის გათვალისწინებით ტრენერი ისეთივე დინამიური და სპონტანური უნდა გახდეს როგორც თავად ჯგუფია.

მეთოდის მთავარი მიზანია სასცენო ინტერპრეტაციებისა და ფსიქოლოგიური ტექნიკების მეშვეობით გაარღვიოს ფიქსირებული სოციალური როლები, რომლებიც აფერხებენ და ბლოკავენ ადამიანების მხრიდან წარმატებული ნაბიჯის გადადგმას. ხანდახან კი – პიროვნების ცხოვრების განმსაზღვრელიც კი ხდება.

შეზღუდვებისა და ლიმიტაციების მოხსნა ხორციელდება სწორედ თეატრის კონცეფციის გამოყენებით. ტრენინგის მონაწილე წახალისებულია დაანგრიოს არასასურველი როლი და შექმნას ახალი, მისთვის რესურსული კონტექსტი.

რა არის ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი რესურსების აღმოჩენასა და გააქტიურებაში, გადალახონ ბარიერები და გახდნენ უფრო ეფექტურები როგორც პირადი, ასევე კარიერული მიმართულებით.

ვისთვისაა  ტრენინგი

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს:

  • გახდეს კარგი კომუნიკატორი
  • გაიუმჯობესოს მუშაობის ეფექტურობა
  • მობილიზაცია გაუკეთოს პიროვნულ რესურსებს და სწრაფად მიაღწიოს დასახულ მიზნებს

რას მივიღებ ტრენინგის გავლით

ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ შემდეგ შედეგებს:

  • გააქტიურებული შინაგანი რესურსები
  • მიზანმიმართული მუშაობის უნარი: მიზნის მკაფიო გააზრება და მკაფიო ფოკუსი მიზნებზე (working smarter, not harder)
  • ცხოვრების მიმართ პოზიტიური პარადიგმის ჩამოყალიბება
  • ემოციის დისტანცირება რეაქციისგან
  • სტრესის შემცირება
  • აწმყო დროზე ფოკუსირების უნარი
  • სამუშაო პროდუქტიულობის გაზრდა
  • სოციალური უნარების განვითარება
  • თვითკონტროლის გაძლიერება
  • შეზღუდვებისა და ლიმიტების მოხსნა
  • პერსპექტივების გაფართოება
  • კრეატიული აზროვნების განვითარება
  • განწყობის კონტროლი
  • ლიდერული უნარების გამომუშავება
  • დაჩქარებული პიროვნული ზრდა – სიახლეების სწრაფი ათვისება, ახალი უნარების სწრაფი განვითარება

 

დეტალებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს http://headvice.ge/image-theatre/ ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 598 39 44 57

პირდაპირი რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/forms/hhrZDryZm98Ji5If2

[R]

თბილისის ვისკის ფესტივალი 6-7 მაისს, ექსპო ჯორჯიას III პავილიონში გაიმართება

#თაობა – გიორგი რუსია: FlowFlow Magazine ახალი ჰიპ-ჰოპ არტისტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული