in

საიდან და რატომ ჩნდებიან „წარმოსახვითი მეგობრები“ ბავშვის ცხოვრებაში

M2
M2

წარმოსახვითი მეგობრის ყოლა საკმაოდ ხშირი მოვლენაა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. 2004 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების 65 პროცენტს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ჰყოლია წარმოსახვითი მეგობარი. შესაბამისად, სხვადასხვა ეჭვის მიუხედავად, ეს მოვლენა ნორმალური, ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ბავშვებსაც ახასიათებთ. წარმოსახვით მეგობრებს სხვადასხვა სახე აქვთ. მაგალითად, მათ შეიძლება ბავშვის საყვარელი სათამაშოს, თოჯინის, ცხოველის ან თუნდაც, სრულიად ახალი და უცნაური არსების ფორმა ჰქონდეთ. წარმოსახვითი მეგობარი ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება რამდენიმე კვირა, თვე ან წელიც კი (ძირითადად 2-3 წელი) არსებობდეს. მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების მიერ დადგენილი ფაქტია, რომ ეს პროცესი ბავშვის განვითარების ნორმალური რუტინის შემადგენელი ნაწილია.

რატომ უჩნდება ბავშვს წარმოსახვითი მეგობრის ყოლის სურვილი? ამ მოვლენის ახსნა სხვადასხვანაირი და ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს რიგი მიზეზებისა, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება.

გამომდინარე იქიდან, რომ წამროსახვითი მეგობრის ხატი და არსება დამოკიდებულია სრულიად ბავშვზე, ის იდეალურად ჯდება პატარას მოთხოვნებში. შესაბამისად, წარმოსახვითი მეგობარი ბავშვის ყველა მსურვილსა და კრიტერიუმს იდეალურად აკმაყოფილებს და არის ზუსტად ისეთი, როგორიც მას უნდა. ბავშვი პოულობს კომფორტსა და სიმშივდეს იმ აზრში, რომ არსებობს ვიღაც, თუნდაც მის წარმოსახვაში, ვინც მზად არის ყოველთვის მოუსმინოს, ეთამაშოს, გაართოს პატარა და არ განსაჯოს მისი საქციელები. მშობლისთვის საკმაოდ საინტერესო და მრავლისმთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის დიალოგი მის წარმოსახვით მეგობართან, რადგან ნდობის ფაქტორი საკმაოდ მაღალია და ბავშვი გულახდილად შეიძლება ესაუბრებოდეს საკუთარ წამოსახვას.

სხვა შემთხვევებში, ბავშვი შეიძლება რეალურ პრობლებემსა და სირთულეებს გაექცეს საკუთარ, წარმოსახვით სამყაროში. გამომდინარე აქედან, თუ პატარას ხშირად უჩნდება სურვილი ესაუბროს და ეთამაშოს საკუთარ წარმოსახვით მეგობარს, და არა გარშემომყოფებს, მშობელი უნდა დაეჭვდეს, რატომ არ კმაყოფილდება ბავშვი რეალური ადამიანებითა და ურთიერთობებით.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, წარმოსახვითი მეგობრის როლი ბავშვის ცხოვრებაში გადაიფარება ნამდვილი მეგორებისა და თანატოლების გაჩენით. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს მოვლენა საკმაოდ რთულ და სერიოზულ პრობლემად იქცევა როგორც ბავშვის, ასევე მშობლების ცხოვრებაში. მაგალითად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბავშვმა შეიძლება ყველაფერი თავის წარმოსახვით მეგობარს დააბრალოს, რითაც ის შეეცდება საკუთარი საქციელებზე პასუხისმგებლობის არიდებას. ასევე, შესაძლებელია ბავშვმა სურვილები და მოთხოვნები წარმოსახვითი მეგობრის პირით გადმოსცეს მშობლებს, მაგალითად: „ჩემს მეგობარს შოკოლადი უნდა და მთხოვა დედასთვის გამომერთვა“ და ასე შემდეგ.

წამროსახვითი მეგობრის გაჩენა საკმაოდ იშვიათად წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, ან დარღვევას ბავშვის მენტალობაში. თუმცა, თუ მისი არსებობა გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს და ბავშვი ხდება დამოკიდებული საკუთარი წარმოსახვის ნაყოფზე, საჭიროა მშობელმა სპეციალისტს მიმართოს, რათა თავიდან აირიდოს მომავალი გართულებები.


წყარო: www.raisingchildren.com, www.todaysparent.com
თარგმანი: Cerebrum • ცერებრუმი, ელი კონცელიძე

Toyota Highlander-ის ახალი რეკლამა

“იკითხე წიგნები ორიგინალში” – Bookshop.ge-ს პრინტ კამპანია, რომელზეც ABK-მ იმუშავა