in ,

IMAX-მა მთელი კინოინდუსტრია 60 წამში ჩაატია – I Love Movies, IMAX movies

რას ნიშნავს კინოს სიყვარული? რა კადრი და რომელი ემოცია იწვევს აღფრთოვანებას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას IMAX-ი ახალი კამპანიით ცდილობს. ახალ სარეკლამო რგოლში მას სურს დაგვანახოს, რომ კინოს სიყვარული იგივეა, რაც IMAX-ის სიყვარული.

https://www.youtube.com/watch?v=MQUQx4eGAq0

 

სააგენტო Mistress-თან ერთად, IMAX- ყველა იმ კინოკადრის გაერთიანებას შეეცადა, რომელმაც ის ასეთი პოპულარული გახადა. მან გადაწყვიტა შეეხსენებინა ადამიანებისთვის, თუ რატომ უყვართ IMAX- ასე ძალიან.

ეს პირველი რეკლამაა, რომელიც IMAX-მა გადაიღო. რგოლის გადასაღებად ახალი IMAX ALEXA 65 კამერები გამოიყენეს  და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, გადაღების პროცესში დაავიწყდათ კიდეც, რომ სარეკლამო რგოლს იღებდნენ და არა კინოფილმს.

კამპანიის ფარგლებში, სააგენტო Mistress-მა ანიმაციური პოსტერებიც დაამზადა, რომლებზეც პოეტური ფრაზებია განთავსებული: I Crave Movies, IMAX Movies, I Feel Movies, IMAX Movies.

კობი ბრაიანტის წესები NBA-ს წესებია! ილუსტრირებული წიგნი, რომელიც კალათბურთის ლეგენდას მიუძღვნეს!

როგორ “დასაჯა” Youtube-მა აგრესიული კომენტარების ავტორები – კამპანია კიბერ ძალადობის წინააღმდეგ