28
May
2019

იმედა იმედაშვილმა საერთაშორისო კომპანია BOSS.-ის მარკეტინგის გუნდში გადაინაცვლა

28 May 2019

იმედა იმედაშვილი

Evex-ის ბრენდის კოორდინატორი იმედა იმედაშვილი საერთაშორისო სათამაშო სერვისების მიმწოდებელ საერთაშორისო კომპანია BOSS.-ის გუნდს შეუერთდა. BOSS. Gaming Solutions-ში იმედა იმედაშვილი პროდუქტების მარკეტინგს უხელმძღვანელებს. კომპანია მუშაობს სათამაშო პლატფორმების, საბუკმეკერო და გეიმინგ მიმართულებებში. კომპანიის სერვისებს შორისაა მარკეტინგი, აფილირება, ლიცენზირება, მართვა, მომსახურება და ტექნოლოგი და ოპერაციული მხარდაჭერა. BOSS. Gaming Solutions მალტაში დაფუძნდა. კომპანია ევროპის, სკანდინავიისა და უკრაინის ბაზრებზე ოპერირებს.

რა ვიცით იმედა იმედაშვილის შესახებ:

2018 წლის აპრილიდან, იმედა იმედაშვილი სამედიცინო კორპორაცია Evex-ის ბრენდის კოორდინატორი იყო. სათამაშო ბიზნესთან შეხება მას 2016-2018 წლებში ჰქონდა, როდესაც adjarabet.com-ის სპორტის მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. 2014-2015 წლებში, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “ალტას” მარკეტინგული პროექტების უფროსი მენეჯერი იყო. მანამდე, 2011-2012, ასევე, 2017 წელს, მცირე დროით, ტურიზმის მიმართულებით მუშაობდა. 2012-2014 წლებში, “ჯიპიაი” ჰოლდინგის გუნდის წევრი გახლდათ. განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლასა და პრაღის ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

იმედა იმედაშვილი: “BOSS.-ში გამოწვევამ და ინდუსტრიამ მომიყვანა. ჩემს ფუნქციებში შევა პროდუქტების მარკეტინგის გუნდის დაკომპლექტება, ახალი ბაზრების ათვისების სტრატეგიის და სამოქმედი გეგმის შემუშავება, ბიზნეს მიმართულებით ახალი ლიდების გენერირება, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, აფილირებულ პარტნიორებთან ურთიერთობა და იმ გამოწვევებთან გამკლავება, რასაც ახალი ბაზრები გვიჩვენებს.

ონლაინ თამაშები ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ინდუსტრიაა სადაც არცერთი წუთით არ გაქვს მოდუნების საშუალება, ასევე მინდოდა რომ აჭარაბეთში დაგროვილი გამოცდილება გამომეყენებინა და “გამომეცადა” გლობალურ ბაზარზე.

ამჟამად, კომპანიაში მიმდინარეობს რეორგანიზაციისა და რებრენდინგის პროცესი. ამ დრომდე, “ბოსს გეიმინგ სოლუშენი” მუშაობდა მხოლოდ b2b მიმართულებით, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ დასავლეთ ევროპის და სკანდინავიურ b2c ბაზრებზე შესვლას.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა