in

იმედი L 2026 წელს დაგეგმილი რკენას ღონისძიებების ოფიციალური მზღვეველია

სადაზღვევო კომპანია იმედი L რკენას ღონისძიებების ოფიციალური მზღვეველი გახდა. თანამშრომლობა რკენას ღონისძიებების დაზღვევას გულისხმობს.

2025 წელს დაფუძნებული რკენა სწრაფად იქცა ერთ-ერთ გამორჩეულ პლატფორმად რეგიონული საბრძოლო სპორტის სივრცეში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ადგილობრივ და რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნას ძლიერი ეკოსისტემა, რომელიც MMA კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში.

„იმედი L-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ეროვნული მასშტაბის პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. გვჯერა, რომ სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული გარემოს შექმნა ქვეყნის სპორტული ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ.

იმედი L არის დაზღვევა, რომელსაც ირგებ – მოქნილი, თანამედროვე და ადამიანების რეალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი. რკენასთან თანამშრომლობაც სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა – ვიყოთ იქ, სადაც ვითარდება ახალი შესაძლებლობები, იქმნება მნიშვნელოვანი გამოცდილება და უსაფრთხოება და დაცულობის განცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ – სერგო საყავრელიძე, იმედი L-ის გენერალური დირექტორი.

„იმედი L-თან თანამშრომლობა RKENA-სთვის პირველი ნაბიჯია სადაზღვევო ინდუსტრიასთან პარტნიორობის მიმართულებით. იმედი L უკვე 30 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და საკუთარ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბრენდებთან თანამშრომლობა, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და საკუთარ მომხმარებლებს ახალ, საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებებს სთავაზობენ. სწორედ ამიტომ, ასეთი პარტნიორობა RKENA-სთვის ბუნებრივი და მნიშვნელოვანი გაგრძელებაა, რადგან ძლიერი და სანდო სადაზღვევო პარტნიორის არსებობა უდავოდ აუცილებელია. – გიორგი დოდელია, CEO & თანადამფუძნებელი, RKENA.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მებრძოლებს მისცემს შესაძლებლობას განვითარდნენ პროფესიონალურ გარემოში, მიიღონ მაღალი დონის გამოცდილება და საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.  ამასთან ერთად, გვსურს RKENA ასოცირდებოდეს დისციპლინასთან, პროფესიონალიზმთან, შრომასთან და მაღალი ხარისხის ღონისძიებებთან. სწორედ ამიტომ, თითოეულ ღონისძიებას დიდი ყურადღებით ვგეგმავთ და დროს ყველა დეტალს ვუთმობთ. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვიზუალიზაციას, ხმას, განათებასა და ტრანსლაციის ხარისხს. ასევე, თითოეულ ღონისძიებას თავისი გამორჩეული half-time show აქვს, რადგან გვსურს, რომ სპორტული ღონისძიება იყოს ემოციური, ხარისხიანი და საინტერესო როგორც სპორტის, ისე სანახაობის მხრივ.“ – გიორგი დოდელია, CEO & თანადამფუძნებელი, RKENA.

„ნებისმიერი მასშტაბური ღონისძიების წარმატება სწორ რისკმენეჯმენტსა და დაცულ გარემოზე გადის. ყველაფერს სჭირდება დაზღვევა და უსაფრთხოება, როგორც ორგანიზატორებს, ისე მონაწილეებსა და მაყურებლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ღონისძიება პროფესიონალურად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი გამოცდილებით ხელი შევუწყოთ უსაფრთხო, თანამედროვე და პასუხისმგებლობიანი გარემოს შექმნას.“

რკენასა და იმედი L-ის თანამშრომლობა სწორედ ამ ხედვის ნათელი მაგალითია-პარტნიორობა, რომელიც სპორტის განვითარებასთან ერთად უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნასაც ემსახურება.“ – სერგო საყავრელიძე, იმედი L-ის გენერალური დირექტორი.

[R]

WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას

WhatsApp-მა ინკოგნიტო ჩატის ფუნქცია წარადგინა