in

როცა დაბადების დღეზე წესები იცვლება – იმედი L მომხმარებლებს საჩუქრებს ჩუქნის

დაბადების დღე, როგორც წესი, ის დღეა, როდესაც საჩუქრებს თავად ვიღებთ. იმედი L-მა კი გადაწყვიტა, საკუთარ დაბადების დღეზე ეს წესი შეცვალოს და მომხმარებლები დაასაჩუქროს. 

ამ იდეაზეა აგებული იმედი L-ის დაბადების დღის კამპანია, რომლის მთავარი შეთავაზება ჯანმრთელობის, ავტომობილის და ქონების დაზღვევაზე 50%-იანი ფასდაკლებაა და ეს პირობა მხოლოდ 11 აგვისტოს, იმედი L-ის დაბადების დღეს იმოქმედებს. ფასდაკლებით სარგებლობას როგორც არსებული, ისე ახალი მომხმარებლები შეძლებენ, დაზღვევის ღირებულების სრულად გადახდისას.

იმედი L-ში ამბობენ, რომ კამპანიის კონცეფციის შექმნისას მთავარი ამოცანა იყო, კომპანიის დაბადების დღე მომხმარებლისთვის რეალურ სარგებლად გარდაქმნილიყო.

„დაბადების დღე ყველასთვის საჩუქრებთან ასოცირდება. გადავწყვიტეთ როლები შევცვალოთ და 11 აგვისტოს საჩუქრებს ჩვენ ვჩუქნით მომხმარებლებს. სწორედ აქედან გაჩნდა კამპანიის მთავარი იდეაც – დაბადების დღეზე წესები იცვლება. ეს დღე კომპანიის ისტორიის კიდევ ერთი თარიღი არ იქნება და ჩვენი მომხმარებლისთვის კონკრეტულ სარგებელთან იქნება დაკავშირებული,“ – ამბობენ იმედი L-ში.

ბრენდის დაბადების დღე კომპანიებისთვის ხშირად საკუთარი ისტორიის, მიღწევებისა და განვითარების გზის შეჯამების შესაძლებლობაა. იმედი L-მა კი გადაწყვიტა, კომუნიკაციის ცენტრში საკუთარი თავი კი არა, მომხმარებელი მოექცია.

„ჩვენთვის საინტერესო იყო დაბადების დღის სრულიად სხვა პერსპექტივით დანახვა. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ჩვენ გვესაუბრა იმედი L-ის შესახებ, გვინდოდა გვეფიქრა, რას მიიღებდა ამ დღეს მომხმარებელი. აქედან მივედით ძალიან მარტივ იდეამდე – თუ დაბადების დღეზე საჩუქრებს ველოდებით, ამჯერად ეს მოლოდინი მომხმარებლის სასარგებლოდ შევცვალოთ.“

ამ მიდგომის ნაწილია ერთდღიანი, 50%-იანი ფასდაკლებაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სწორედ 11 აგვისტოს განახევრებულ ფასად შეიძინოს დაზღვევა. 

დაბადების დღის კამპანიას იმედი L-ის პარტნიორებიც უერთდებიან და მომხმარებლებისთვის სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ შეთავაზებებს ამზადებენ.

GPC-ისა და ფარმადეპოში დაზღვეულები ყველაზე მოთხოვნად ბრენდებზე 70%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. ხოლო ამბოლისგან მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები წლის ბოლომდე ელოდებათ, რაც დაბადების დღის კამპანიას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

11 აგვისტოს იმედი L-ის დაბადების დღე კომპანიის მომხმარებლებისთვისაც განსაკუთრებულ დღედ იქცევა – დღედ, როდესაც ტრადიციული წესი იცვლება  და იუბილარი გასცემს საჩუქრებს.

[პარტნიორის კონტენტი]

ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა

როგორ ანაცვლებს TikTok და YouTube შოუს სივრცეს მუსიკოსებისთვის