in

იმედი L-ის სამოგზაურო კონკურსში გამარჯვებულს ზანზიბარზე მოგზაურობა ელოდება

იმედი L-მა სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით კონკურსი დაიწყო. კონკურსი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებული ზანზიბარზე მოგზაურობის 2 კაციანი საგზურით დასაჩუქრდება. პირველ ადგილზე გასული მონაწილის გარდა, საჩუქრებია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც პირველ ათეულში მოხვდება.

კონკურსის ფარგლებში, საინტერესო ვიდეოკამპანია დაიგეგმა.

„კამპანიის მიზანია, აუდიტორიას დავანახოთ, რომ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ყველასთვისაა, შესაბამისად ეს კონკურსიც ყველასთვისაა და მასში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ ადამიანს, განურჩევლად ასაკის, პროფესიის და ცხოვრების სტილის,“ – გვიყვებიან იმედი L-ში.

კამპანიის მთავარი ფოკუსიც სწორედ ამაზეა – 4 პერსონაჟი, 4 განსხვავებული სიტუაცია და გასნხვავებული ცხოვრების სტილი, თუმცა ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ყველა მათგანამდე მიდის. ეს კი თავისთავად ინფორმაციულ ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს და მოგების შანსსაც ზრდის.

კონკურსი, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ზანზიბარზე, საოცნებო მოგზაურობაში აღმოჩნდნენ. ამისთვის საკმარისია იმედი L-ის დაზღვევის შეძენა საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის ან ახლობლებისთვის და ავტომატურად ერთვებით კონკურსში.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ სამოგზაურო დაზღვევის პოლისს შეიძენს იმედი L-ის ონლაინ არხებიდან. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ციფრული არხიდან, მათ შორის იმედი L-ის ვებგვერდზე, პორტალზე ან აპლიკაციაში.

სამოგზაურო დაზღვევა ყველასთვისაა, ვინც მოგზაურობას გეგმავს და საიმედო და მოქნილი დაზღვევა სჭირდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას 18 წლის ზემოთ.

კონკურსი 15 მაისს დაიწყო და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული ზანზიბარზე 15-23 ოქტომბერს გაემგზავრება.

კონკურსის დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.

[R]

„საუკეთესო ფრილანსერი” – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია

დააგროვეთ 5-ჯერ მეტი PLUS ქულა City Mall-ში