სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის კონკურსის გამარჯვებული ცნობილია. 4 თვიანი მარათონის ლიდერი და ზანზიბარზე 2-კაციანი საგზურის მფლობელი ნინა ლორთქიფანიძე გახდა, რომელმაც კონკურსის ფარგლებში ყველაზე მეტი სამოგზაურო დაზღვევის პოლისი შეიძინა საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის.
ნინა ლორთქიფანიძე: „იმედი L-იდან ზარი და იმის მოსმენა, რომ სწორედ მე მივემგზავრები ზანზიბარზე. ძალიან მოულოდნელი იყო და უზომოდ გამიხარდა. ყოველთვის მეგონა რომ ასეთ კონკურსებში გამარჯვება შეუძლებელი იყო. მაგრამ ახლა როცა, დაუვიწყარი დღეები გავატარე ზანზიბარზე ნამდვილად აღარ ვფიქრობ ასე. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ბევრი ქვეყანა მინახავს, თუმცა ეს ყველასგან განსხვავებული და დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.“
„იმედი L-ის მთავარი ღირებულება მომხმარებლის კმაყოფილება და მათ საჭიროებებზე მორგებაა, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის წამახალისებელი აქტივობები. მუდმივად ვცდილობთ, დაზღვეულებს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, კამპანიები და საჩუქრები, რომელსაც მარტივად მოირგებენ“, – ამბობენ იმედი L-ში.
[R]













