in

თბილისიმარათონი 2026 იმედი L-ის მხარდაჭერით გაიმართა

27 სექტემბერს მასშტაბური სპორტული ღონისძიება „თბილისიმარათონი 2026“ გაიმართა. მე-15 ნახევარმარათონზე 4 000 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც პროექტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

წლევანდელი ნახევარმარათონის ოფიციალური მზღვეველი იმედი L იყო. კომპანიისთვის ამ პროექტის მხარდაჭერა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. 

10-კილომეტრიანი გარბენის ორ გამარჯვებულს იმედი L-მა ჯანმრთელობის ერთწლიანი დაზღვევა, უნო, გადასცა. 

მონაწილეებმა სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს. საპრიზო ადგილები ნახევარმარათონში (21.1 კმ), 10-კილომეტრიან გარბენსა და ბავშვთა ორ კატეგორიაში გადანაწილდა. გამარჯვებულებმა ფულადი ჯილდოები და სპონსორების საჩუქრები მიიღეს. 

„იმედი L ყოველთვის უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო აერთიანებს ადამიანებს. მოხარულები ვართ, რომ „თბილისიმარათონის“ ნაწილი გავხდით. მსგავს პროექტებს მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს“, – აცხადებენ იმედი L-ში. 

წლევანდელი ნახევარმარათონი საქველმოქმედო მასშტაბითაც გამოირჩეოდა. „თბილისიმარათონის“ ფარგლებში რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. თანხა ყოველწლიურად სოციალურ პროექტებსა და ბენეფიციარების დახმარებას ხმარდება.

[პარტნიორის კონტენტი]

KFC-მ საკუთარი კამპანია რეალურ თამაშად აქცია

რატომ ჩამოაგდო Toyota-მ ქარავანი ახალ Hilux-ზე?