in

იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის – უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს

იმედი L-ის და ჯპს-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველა მომხმარებელს, ვინც ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას – უნოს შეიძენს, საჩუქრად ჯპს-ის 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს.

იმედი L-ის ახალი პროდუქტი უნო, ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევაა, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის ვისაც არ აქვს დაზღვევა  და სურს ისარგებლოს ისეთი აუცილებელი სამედიცინო სერვისებით, როგორიცაა სასწრაფოს სამედიცინო მომსახურება, ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისი, პროფილაქტიკური კვლევები, სტომატოლოგია და მედიკამენტებზე ფასდაკლება.

მომხმარებელზე მორგებული ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა უნო, დაზღვეულს ეხმარება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება,  ისარგებლოს მაღალი თანაგადახდით და იცხოვროს მშვიდად. უნო მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს მოულოდნელი ფინანსური ხარჯები.

„უნო ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევაა იმედი L-გან. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, განურჩევლად მათი საქმიანობისა და სამუშაო ადგილისა შეუძლიათ შეიძინონ და ისარგებლონ უნოს პოლისით. უნოს შეძენა შესაძლებელია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის“. – ამის შესახებ იმედი L-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნუცა წერეთელი გვიყვება.

„როდესაც ვსაუბრობთ ამ პროდუქტზე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ დაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ჩვენი მთავარი მესიჯიც – უნო შეგეფერება, სწორედ ამ მიზანს ეხმიანება.

უნო პოლისი 2 ნაწილისგან შედგება: ესენია ძირითადი და არჩევითი, უნო და უნო+.

ძირითადი სერვისები მოიცავს – სასწრაფოს მომსახურებას, ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისს, პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, 24 საათიან სატელეფონო მხარდაჭერას, მედიკამენტებს და სტომატოლოგიას.

არჩევითი სერვისები კი, ჩვენს დაზღვეულებს აძლევს შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ უფრო მეტად გახადოს მასზე მორგებული. ამ შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლია პერსონალური მენეჯერის სერვისის დამატებით დაზოგოს დრო და დაზღვევა უფრო კომფორტული და სწრაფი გახადოს.

ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა ღირსეულად იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. შესაბამისად ნებისმიერი სიახლე, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ინერგება, ამ მიზანს ემსახურება.

ამის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი თანამშრომლობები, რომლითაც შევძლებთ ჩვენი დაზღვეულებისთვის სარგებლის შეთავაზებას. სწორედ ამის მაგალითია ჯპს-თან პარტნიორობაც, რომლის ფარგლებშიც, უნოს შეძენისთანავე, მომხმარებლები ჩვენი პარტნიორი კომპანია ჯპს-ის სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებენ.”

უნოს შესაძენად გადადით ბმულზე.

[R]

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

2025 წლის ტოპ 4 ტრენდი მარკეტინგში