in ,

იმედის დღეები და შვიდი პრიზი კანის ფესტივალზე

საერთაშორისო პროექტი “იმედის დღეების” (Days of Hope) ფარგლებში მსოფლიოს 6 ქვეყანაში, 20 დღის მანძილზე ამინდის პროგნოზის წამყვანები უსახლკარო ადამიანები იყვნენ.

BOG

უსახლკაროები ამინდის პროგნოზის გარდა ყვებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩე, როდესაც ქუჩაში ხარ, არც სახლი გაქვს,  არც ფული და არც არავინ ზრუნავს შენზე. როგორია იყო უსახლკარო და შენი ცხოვრება ამინდთან ერთად უარესდებოდეს.

პროექტის იდეა Saatchi & Saatchi-ის ბერლინის ოფისში დაიბადა და პროექტს ბევრი ტელევიზია შეუერთდა.

კანის საერთაშორისო ფესტივალზე ამ პროექტმა 6 ვერცხლის პრიზი დაიმსახურა  PR, Direct, Promo&Activatio კატეგორიაში და ერთი ბრინჯაო, კატეგორიაში Media.

ბერნარდ შოუს გამონათქვამები (ნაწილი მეორე)

ჰერმესის ბურთი 13,000-ად