in

“თამამი ვარცხნილობა” – სოციალური კამპანია სიმსივნით დაავადებული ქალბატონების მხარდასაჭერად

რუმინეთში ყოველი 6 ქალიდან 1-ს სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ. გარდა იმისა, რომ დაავადება ქალების ჯანმრთელობას ანგრევს, ის მათ სულიერ სიძლიერესაც ანადგურებს. დაავადების ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული ასპექტი თმების დაკარგვაა. სამწუხაროდ, პარიკი საშუალო ყოველთვიურ ხელფასზე 4–ჯერ ძვირი ღირს. საქველმოქმედო ორგანიზაცია Fundația Renașterea–მ გადაწყვიტა წამოეწყო სოციალური კამპანია სიმსივნით დაავადებული ქალების დასახმარებლად.

“თამამი ვარცხნილობა” – ასე დაარქვეს ახალ წამოწყებას, რომლის ფარგლებშიც დახმარების მსურველებს შეეძლოთ თავიანთი თმა კეთილი საქმისთვის გაემეტებინათ. კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა თმის სტილისტებმა ულამაზესი ვარცხნილობები შექმნეს მოხალისეებისთვის, მათგან მოჭრილი თმებისგან კი მოგვიანებით პარიკები დაამზადეს.

 

 

კამპანიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან. მთელი ქვეყნის მაშტაბით არსებული სილამაზის სალონები მომხმარებელს უფასო მომსახურებას სთავაზობენ. საქველმოქმედო აქცია მოდურ ტრენდადაც აღიარეს. ისეთი ჟურნალები, როგორებიცაა ELLE, GLAMOUR, MARIE CLAIRE  სტატიებსა და ფოტოებს აქვეყნებდნენ.

Mr.Seed – არაგენმოდიფიცირებული პროდუქტის მნიშვნელობაზე თესლიც კი ალაპარაკდა

რისთვის შეიქმნა რეკლამა, სადაც ყველაფერი მკერდის ასოციაციას იწვევს?