in ,

IMGZAVRE.GE – ონლაინ პორტალი, რომელიც მგზავრობის დაგეგმვას გაგიმარტივებთ

Startauperi
Startauperi
გიორგი ზუმბაძე
გიორგი ზუმბაძე

WWW.IMGZAVRE.GE პირველი ინტერნეტ პორტალია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ერთ სივრცეში, მარტივად და სწრაფად შეიძინონ სამგზავრო ტრანსპორტის, მატარებლის, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ბილეთები. პორტალის მიზანია, ხელი შეუწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, გახადოს მგზავრობა ყველასთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული და მარტივი. Imgzavre.ge-ს შესახებ უფრო დეტალურად პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი ზუმბაძემ ისაუბრა მარკეტერტან.

BOG
BOG

M: როგორ გაჩნდა მსგავსი ბიზნესის წამოწყების იდეა?

საქართველოში არ არსებობს რაიმე ერთიანი ბაზა, ცნობარი, სადაც მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მოიძიებს საქალაქთაშორისო მარშრუტებზე: „რეისების“ მიმართულებების, განრიგის, ფასებისა და ტრანსპორტის სახეობის შესახებ. დღეს არსებული სიტუაციით, მგზავრობის დაგეგმვა და ბილეთის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია.

ერთხელ, მეგობრებთან ერთად მგზავრობისას საუბარი სწორედ ამ თემაზე ჩამოვარდა. ყველანი უკმაყოფილო ვიყავით იმ ამბით, რომ დისტანციურად ვერ ვახერხებდით საჭირო ინფორმაციის მოძიებას და არ შეგვეძლო ბილეთის ონლაინ შეძენა. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ერთიანი სივრცე, სადაც ნებისმიერი მსურველი სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და კომფორტულად მოიძიებდა მისთვის სასურველ ინფორმაციას, ნებისმიერი მიმართულებით მგზავრობის შესახებ და შეძლებდა ბილეთის ონლაინ შეძენას, ამიტომაც, შევქმენით IMGZAVRE.GE

imgzavre.ge

M: ვინ არის Imgzavre.ge -ს დამფუძნებელი?

Imgzavre.ge-ს ფუძემდებელია ონლაინ მარკეტინგული კომპანია AdvertWise. მას აქვს 7 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგისა და ციფრული პროექტების მართვის მიმართულებით. AdvertWise საქართველოს ბაზარზე 4 წლის წინ შემოვიდა. მისი ძირითადი მიმართულებებია:

  • Google AdWords სერვისი;
  • SEO ოპტიმიზაცია;
  • Facebook მარკეტინგი;
  • ვებ ანალიტიკა;
  • ციფრული პროექტების მართვა/განვითარება.

M: როგორ მუშაობს პორტალი და რამდენად ამარტივებს მგზავრობას?

პორტალის შექმნის იდეა სწორედ მგზავრობის გამარტივება და მისი ყველასთვის ხელმისაწვდომობა იყო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს ჩვენს საიტზე, აირჩიოს საწყისი და დანიშნულების ქალაქი, მგზავრობის სასურველი თარიღი და სისტემა ავტომატურად შესთავაზებს აღნიშნული მიმართულებით მოძრავ ყველა სახის ტრანსპორტს. შემდეგ უკვე მგზავრი თვითონ აირჩევს სასურველ ტრანსპორტს და შეძლებს ბილეთის ონლაინ შეძენასაც.

პორტალით სარგებლობის შემთხვევაში, აღარ იქნება საჭირო ბილეთის ფასებისა და განრიგის ერთმანეთთან შედარების მიზნით სხვადასხვა კომპანიებიდან თუ საიტებიდან ცალ-ცალკე ინფორმაციის მოძიება, რადგან IMGZAVRE.GE -ზე ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული.

imgzavre.ge

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭირო იყო მსგავსი სერვისი მოსახლეობისთვის?

წარმოიდგინეთ, გინდათ შაბათ-კვირას ცოტა განტვირთვა და ქალაქგარეთ გასვლა, მაგრამ რადგან არ გაქვთ ინფორმაცია ტრანსპორტის ფასისა და განრიგის შესახებ, სადგურზე წინასწარ მისვლა და არც თუ ისე სასურველი პროცედურის გავლა გიწევთ.

ამის საპირისპიროდ, თქვენ შეგიძლიათ ისხდეთ მყუდროდ თქვენს მეგობრებთან, თუ ოჯახის წევრებთან ერთად, შეხვიდეთ www.imgzavre.ge -ზე და ნახოთ თქვენთვის სასურველი ყველა ვარიანტი დეტალური ინფორმაციით, აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო და სულ რამდენიმე წუთში ონლაინ შეიძინოთ სამგზავრო ბილეთი. სადგურზე კი, მხოლოდ ტრანსპორტის გასვლის დროს მიხვიდეთ. დამეთანხმებით, არათუ სასურველი, საჭიროც კი იყო მსგავსი სერვისის მოსახლეობისთვის შეთავაზება, რითაც თქვენ ზოგავთ დროს, ენერგიას და იმარტივებთ ცხოვრებას.

imgzavre.ge

M: რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის წამოწყებისას და როგორ უმკლავდებით მათ?

სირთულეებს რაც შეეხება, საკმაოდ ხშირია „რეისების“ დაგვიანების, გადადების, ან გაუქმების ფაქტები. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ მოვიძიოთ და ვითანამშრომლოთ სწორედ ისეთ კომპანიებთან, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება მსგავს საკითხებს, ცდილობს იყოს მგზავრზე ორიენტირებული და პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

მეორე ძირითადი საკითხი მოსახლეობის ნდობის მოპოვებაა. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი პიონერი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების და ინტეგრირების მხრივ და ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა საქართველოს მოსახლეობას ბილეთების ონლაინ შეძენა, თუმცა საკმაო დრო დასჭირდა მომხმარებელთა დასარწმუნებლად და ქცევის შესაცვლელად, რომ ბილეთების შეძენა სალაროს გარდა ონლაინაც იყო შესაძლებელი. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შემთხვევაში, ახლა სწორედ იმ სტადიაზე ვართ, რაზეც საქართველოს რკინიგზა წლების წინ. ჩვენ ვცდილობთ, ისეთი ოპერატორი კომპანიები ჩავრთოთ ჩვენს სისტემაში, რომლებიც ცდილობენ, მგზავრს შესაბამისად მოემსახურონ და მოიპოვონ მათი კეთილგანწყობა. სინერგიის ეფექტით, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს ცნობადობისა და რეალიზაციის ზრდაში, ისინი კი ჩვენ დაგვეხმარებიან მოსახლეობის ნდობის მოპოვებაში.

imgzavre.ge

M: რა სამომავლო გეგმები და მოლოდინები გაქვთ?

იმედი გვაქვს, ჩვენი სერვისი ხელს შეუწყობს საქართველოში სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ოპერატორები იზრუნებენ თავიანთი პირობების გაუმჯობესებაზე, ეს კი დადებითად აისახება მგზავრებზე. ვგეგმავთ, რაც შეიძლება მალე მოვიცვათ მთლიანი საქართველო, სისტემაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ოპერატორი კომპანია და ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ მიმართულებების ფართო სფექტრი. შიდა ბაზრის გარდა, ვაპირებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც და მომხმარებელს საერთაშორისო სამგზავრო ბილეთების შეძენის საშუალებასაც მივცემთ.

გაიცანით პეპერი – პირველი კომუნიკატორი რობოტი!

#მზადვარ – 12-ში ფეხბურთია!