in

გამოფენა, როგორც მოწოდება გარემოს დაცვისკენ

ისტორიის განმავლობაში ხელოვნება ყოველთვის აირეკლავდა სოციალურ თუ გარემოს პრობლემებს და, ამავდროულად, ქმნიდა სივრცეს ჩარჩოების გარეშე, რომელშიც დამთვალიერებელს გაქცევა შეეძლებოდა. სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებად უნდა ჩავთვალოთ ნიუ-იორკში გამართული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა წამყვანმა გარემოს არტისტებმა მიიღეს. “Arcadia Earth” ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ფარგლებშიც 15 საგამოფენო ოთახი ინსტალაციებით გაფორმდა. აღნიშნული ინსტალაციები კი ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ოკეანის მდგომარეობა და პლასტმასით დაბინძურება.

BOG
BOG

ოთახები გარემოში ჩაყვინთვის საშუალებას იძლევიან და გვაფრთხილებენ წყალში არსებული საფრთხეების შესახებ. გამოფენაში არტისტებმა უკვე გადამუშავებული და ბიოდეგრადირებადი ნედლეულები გამოიყენეს. აუგმენტური რეალობისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო ახლოდან და მკაფიოდ დაინახონ გარემოს პრობლემები

Sony-ს რობოტი ძაღლი, როგორც სახლის ასისტენტი

სამაჯური, რომელიც პროდუქტებს თქვენი დნმ-ის გათვალისწინებით გირჩევთ