in

“ამბოხის მათემატიკა” – მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იმიგრანტების რთულ გზაზე

ყოველი იმიგრანტის ამბავი განსხვავებულია. უცხო ქვეყანაში მოხვედრა და თავის დამკვიდრება ყველა შემთხვევაში თავისებურ სირთულესთანაა დაკავშირებული. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი Coup D’etat Math (“ამბოხის მათემატიკა”) ოთხი იმიგრანტის ამბავს გვიამბობს, მათ ბრძოლას დაბადებისთვის, შემდეგ – გადარჩენისთვის, თავის დამკვიდრებასა და მიღწეულის შენარჩუნებისთვის. ანიმაციაზე რეჟისორმა საი სელვარაიანმა იმუშავა, რომელიც 9 წლის ასაკში მოხვდა აშშ-ში იმიგრანტად, ოჯახთან ერთად. ამ ანიმაციური ფილმით მას სურდა იმ ბუნდოვანების დასრულება, რაც იმიგრანტებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ილუსტრაციებზე ამანდა სელვარაიანმა და ოლივია სალდივარმა იმუშავეს. ანიმაცია SXSW ფესტივალზე ჟიურისა და Vimeo-ს გუნდის წევრების რჩეული გახდა.

გაიცანით სამშენებლო კომპანია „Elt Building“-ის ახალი ლოგო/იდენტობა

რატომ იღიმის ჯოკონდა? – Midea-ს რეკლამა