„ოჯახში ძალადობა სანახაობა არ არის“ – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას – #იმოქმედე. კამპანიის მიზანი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა. სპეციალურად კამპანიისთვის, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, სააგენტო Holmes&Watson-ის მიერ შეიქმნა ვიდეორგოლების სერია, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს არ დარჩეს ინერტული ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ. ნუ იქნები მაყურებელი! #იმოქმედე.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/videos/1312197478828830/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]














