თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის დიდი ნაწილი ფილმებსა და სერიალებს მობილური მოწყობილობის გამოყენებით უყურებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, 8 მაისს, ქართულ კინოპორტალ IMOVIES-ის ვებგვერდის ახალ ვერსიასთან ერთად, „ჩაეშვა“კინოსაიტის მობილური ვერსიაც, რომლის ინტერფეისიც ყველა ზომის მობილურ ეკრანზეა მორგებული. IMOVIES 2013 წელს დაარსდა და ქვეყნის მაშტაბით 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ახალ საიტზე მუშაობა და მისი რეალიზება ერთგული მომხმარებლების მონაწილეობით და მათი მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენი პორტალის დღის ფილმების რუბრიკა მაყურებელს ყოველთვის სთავაზობდა გამორჩეულ ფილმებს – მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკას და თანამედროვე ბლოკბასტერების ნაზავს. ბოლო ორი თვის განმავლობაში, მომხმარებელს მიეცა საშუალება ჰქონოდა წვდომა ვებგვერდის ბეტა ვერსიაზე. 2018 წლის 8 მაისს, ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი მოწინავე საიტის – IMOVIES ახალი ვერსია „ჩაეშვა“ – ახალი პლატფორმა, რომელიც იძლევა ფართო განვითარების საშუალებას. ვებგვერდი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე და ითვალისწინებს მათ სურვილებსა თუ რჩევებს; დამატებით შეიქმნა დღის და ღამის დიზაინი, ინოვაციური და უნიკალური ძიების ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია ფილმების მოძიება ყველა სასურველ ენაზე; სერვისს დაემატა ფილმების გადმოწერის შესაძლებლობაც“, – აცხადებენ IMOVIES-ის წარმომადგენლები.
რაც შეეხება IMOVIES-ზე რეკლამის განთავსების შესაძლებლობას – „პარტნიორებს ვთავაზობთ ახალ სარეკლამო ბადეს, რაც უფრო შესამჩნევს და ეფექტურს გახდის რეკლამას“,- ამბობენ კომპანიაში და ასევე, აცხადებენ, რომ სამომავლოდ, კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებენ მომხმარებელს.
[R]














