in

სტუდენტური სტარტაპ ბანაკი ბათუმში! – Garage48

Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, დღეს, 16 ნოემბერს, სტარტს აიღებს სტუდენტური სტარტაპ ბანაკი ბათუმში. ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 80-ზე მეტი მსურველი. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ერთად.

BOG
BOG

პროექტს ახორციელებს Impact Hub Tbilisi და Garage48. ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. მხარდამჭერები: საერთაშორისო განათლების ცენტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში, 26-29 ოქტომბერს უკვე გაიმართა სტარტაპ ბანაკი ქუთაისში, ხოლო 8-10 დეკემბერს ისევ ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. ჰაკათონის გამარჯვებულებს პროექტის პარტნიორები სხვადასხვა პრიზით დააჯილდოებენ.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

Sarami Store: „გვაქვს Victoria’s Secret-ის, Céline-ს, ZARA-ს, H&M-ის პროდუქცია“

„ლოგიკუმი“ – 0 ლარის ბიუჯეტით დაწყებული სათამაშოების სტარტაპი ფსიქოლოგი სტუდენტებისგან