in

იმპელ დეველოპმენტი — კომპანია, რომელიც პირველივე პროექტით EBRD-ის „მწვანე სერტიფიკატის“ ნომინაციაში წარადგინეს

2023 წელს ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „იმპელ დეველოპმენტი“ გამოჩნდა. დღევანდელ დღეს მაღალი კონკურენციის პირობებში, რთულია მოწინავე პოზიციის დაკავება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი და განსხვავებული კრიტერიუმები, რაც მათ გამორჩეულს და უკონკურენტოს ხდის.

სტატიაში კი იმპელ დეველოპმენტის მარკეტინგის ხელმძღვანელი — მელანია კოკოჩაშვილი დეტალურად საუბრობს კომპანიის კონცეფციის, მიზნებისა და იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

M: მელანია, პირველ რიგში გვიამბეთ კომპანიის შესახებ, რა მიზნებით შემოვიდა იმპელ დეველოპმენტი ბაზარზე?

იმპელ დეველოპმენტი პირველი ქართული დეველოპერული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც ქმნის ევროპულ სტანდარტს აღნიშნულ სფეროში. განსაკუთრებით გვეამაყება ის ფაქტი, რომ ჩვენი პირველივე პროექტი, რომელიც ვარკეთილში, გიორგი აბაშვილის 7 ნომერში შენდება, წარდგენილია EBRD-ის „მწვანე სერტიფიკატის“ ნომინაციაში — ეს ადასტურებს მშენებლობის, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობას. ამაში კი ჩვენი მაღალპროფესიონალური გუნდი, ინოვაციური სამშენებლო მიდგომები და უმაღლესი ხარისხის მასალა დაგვეხმარა.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ და დავამკვიდროთ ევროპული, მაღალი სტანდარტის საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც ყველა უბანში იქნება ხელმისაწვდომი.


M: გარდა ევროპული სტანდარტის, რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს თქვენ პროექტებს, რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?

ამჟამად გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მიზნად ვისახავთ თბილისის ყველა უბნისა და სამომავლოდ საქართველოს დიდ ქალაქებში ოპერირებას. დღეს ჩვენს ქალაქში სიმწვანის, სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის დეფიციტია. სწორედ ამ მიზეზით, ტენდენციური გახდა ქალაქიდან გასვლა და თბილისის შემოგარენში დასახლება. იმპელ დეველოპმენტი თავის მობინადრეებს სთავაზობს, იცხოვრონ მარადმწვანე გარემოში, რასაც ერთ ჰექტრამდე გაშენებული ბულვარი ქმნის, 1000-მდე მარადმწვანე მცენარის ნერგით. მშენებლობის დაწყებამდე ვარჩევთ მაქსიმალურად მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილს, სადაც ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდეა დაყვანილი.

კომპანიის განსაკუთრებულობა მობინადრეებისადმი მზრუნველობაში გამოიხატება, ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია, ოჯახის თითოეულმა წევრმა ისიამოვნოს იმ გარემო პირობებით, რაც ჩვენთან გადმოსვლისას დახვდებათ.

M: გადახდის პირობებზეც გვიამბეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რამდენად კონკურენტულია იმპელ დეველოპმენტი ამ მიმართულებით?

ბინის შეძენის მსურველებს ძალიან მოქნილ და ლოიალურ გადახდის პირობებს ვთავაზობთ. ასევე, პერიოდულად იგეგმება სხვადასხვა შეთავაზება, ფასდაკლებები.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ვახსენო ჩვენი პარტნიორის, თიბისი ბანკის შესახებ, რომელიც სრულად აფინანსებს ჩვენს პროექტებს და, თავის მხრივ, ხელს უწყობს მომავალ მობინადრეებს, გადახდა კიდევ უფრო მარტივი და მათთვის ხელსაყრელი გახადოს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაფრინდნენ ადამიანები?

6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა – „თეგეტა აკადემიის“ 2023 წელი