in

პრემიუმ სტანდარტი ხელმისაწვდომ ფასად – „იმპელ ვერდეში’’ ბოლო ბლოკის გაყიდვები მიმდინარეობს

„იმპელ ვერდე“ იმპელ დეველოპმენტის საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ვარკეთილში, გ.აბაშვილის 7 -ში, 32. 000 კვ.მ ზე შენდება. საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა 10.000 კვ.მ-ზე გაშენებული მარადმწვანე რეკრეაციული სივრცით, რომელიც მობინადრეების ცხოვრებას კიდევ უფრო მშვიდსა და კომფორტულს ხდის. პროექტის დაწყებისას მისი მთავარი მიზანი იყო, რომ შექმნილიყო არა უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ სრულყოფილი ეკოსისტემა, სადაც ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას, მუშაობასა და დასვენებას ერთ სივრცეში. პროექტი მრავალფუნქციურია და აერთიანებს, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს. პროექტის დეტალებზე „იმპელ დეველოპმენტის“ მარკეტინგის მენეჯერი – მელანია კოკოჩაშვილი გვესაუბრა.

რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი?

მელანია – „იმპელ ვერდეში“ შეთანხმებული გეერგეს ფარგლებში  სულ ექვსი საცხოვრებელი ბლოკი და ერთი კომერციული შენობა დაგხვდებათ.  საიდანაც სამი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ორი საცხოვრებელი ბლოკი სრულად გაყიდულია.

ახლახანს დაიწყო იმპელ ვერდეს ბოლო, მეოთხე კორპუსის გაყიდვები, რომელიც განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა და ლათინური Z ფორმა აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქ ბინების საკამოდ ფართოარჩევანია. ფართები 33 კვ.მ -დან იწყება და 104 კვ.მ-მდეა. 0% -იანი შენატანის გარეშე და სამწლიანი შიდა განვადებით, თქვენ შეგიძლიათ რომ ვარკეთილში, მაღალი ხარისხის კომპლექსში ‘‘იმპელ ვედრე“ გახდეთ ბინის მფლობელი ხელმისაწვდომ ფასად.

რას გამოარჩევდით, როგორც პროექტის მთავარ უპირატესობას?

მელანია – „იმპელ ვერდეს“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მარადმწვანე სივრცეა, რომელიც როგორც უკვე ვახსენეთ, კომპლექსში 10.000კვ.მ-ზე იქნება გაშენებული. თანამედროვე ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ ამაზე დიდი აქცენტი გავაკეთეთ. საცხოვრებელი კომპლექსი ასევე მოიცავს, როგორც საბავშვო და სპორტული მოედანს, ასევე აუზს და პადელს.

რამდენად შეესაბამება პროექტი თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს?

მელანია – დღეს მომხმარებელი მხოლოდ ბინას აღარ ეძებს — ის ეძებს ცხოვრების ახალ სტილს. სწორედ ამიტომ, პროექტში გათვალისწინებულია ყველა ის კომპონენტი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და ეფექტურს ხდის: განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომერციული სივრცეები, როგორიცაა: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები და ა.შ.  აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კომპლექსში სრულიად დაცულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები.

როგორია მყიდველების ინტერესი ამ ეტაპზე?

მელანია – ინტერესი ძალიან მაღალია და ეს თავიდანვე შეინიშნებოდა. განსაკუთრებით აქტიურები არიან, როგორც საცხოვრებლის მაძიებლები, ისე ინვესტორები, რადგან „იმპელ ვერდე“ მათთვის გრძელვადიან ღირებულებას ქმნის. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ახალი ბლოკის გაყიდვების ჩაშვებისას 2 თვეში სრულად მოხდა ყველა ბინის გაყიდვა. 

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებაზე?

მელანია – ვურჩევდი, არ გადადონ დიდი ხნით გადაწყვეტილების მიღება. „იმპელ ვერდეს“ ბოლო ბლოკის გაყიდვები ნიშნავს, რომ არჩევანი ყოველდღიურად მცირდება. ეს არის კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან, მრავალფუნქციურ და ეკოლოგიურად დაბალანსებულ საცხოვრებელ გარემოს. 

საბოლოოდ, როგორ ხედავთ ამ პროექტის როლს ქალაქის განვითარებაში?

მელანია – ჩვენ გვჯერა, რომ  კომპლექსი გახდება არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი ჩვენს დედაქალაქში — სივრცე, რომელიც  თანამედროვე და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველა საჭირო  დეტალს გააერთიანებს და შექმნის ახალ სტანდარტს ქალაქში.

[R]

Meta მომხმარებლის ასაკს სიმაღლისა და ძვლების სტრუქტურის მიხედვით დაადგენს

კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია – დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით