in

იმპლანტის მეშვეობით, სრულიად პარალიზებულმა ადამიანმა სხვებთან კომუნიკაცია შეძლო

34 წლის პარალიზებულ მამაკაცს, რომელმაც თვალების მოძრაობის უნარიც კი დაკარგა, თავის ტვინის იმპლანტი გადაუნერგეს. შედეგად, მას კვლავ შეუძლია ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება.

ჩვეულებრივ, თანამედროვე ტექნოლოგიები პარალიზებული ადამიანის თვალის მოძრაობას აკონტროლებენ. ამ შემთხვევაში კი იმპლანტმა შეძლო, მამაკაცის წარმოდგენა დაეფიქსირებინა — წარმოდგენა, თუ ამოძრავდება ის თვალს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი წინსვლაა ნეირომეცნიერების სფეროში. შესაძლოა, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, სხვა პარალიზებულ ადამიანებსაც მიეცეთ გარე კომუნიკაციის დამყარების საშუალება.

„თავადაც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს შესაძლებელი იყო“, — აღნიშნავს უჯვალ ჩაუდჰარი, ბიოსამედიცინო ინჟინერი და კვლევის თანაავტორი. პაციენტს გარკვეული მოთხოვნები ჰქონდა, როდესაც ჩვენთან კომუნიკაცია დაიწყო. მაგალითად, მამაკაცი მეცნიერებს ანიშნებდა, რომ შემწვარი კარტოფილი სურდა. შემდეგ კი კარტოფილის წვნიანი მოითხოვა. ამას კი დაჯგუფებული ასოების სისტემის გამოყენებით აკეთებდა, რომელსაც გონებით მართავდა.

მიუხედავად ასეთი წარმატებული შედეგებისა, კვლევასთან დაკავშირებით მაინც სკეპტიკური კუთხით ფასდება. ამის მიზეზია თუნდაც ის, რომ იმპლანტი ერთ კონკრეტულ პაციენტს მოერგო და არ ვიცით, რამდენად წარმატებით იმუშავებს სხვა ადამიანების შემთხვევაში. ასევე, უცნობია, რამდენ ხანს არის შესაძლებელი ამ სისტემით სარგებლობა. როგორც New York Times იუწყება, იმპლანტის ჩანერგვიდან სამი წლის თავზე, მამაკაცის პასუხები მნიშვნელოვნად შენელდა და მათი აღქმა მეტად გართულდა.

საბოლოო ჯამში, მარტივ არჩევანამდე მივდივართ: არანაირი კომუნიკაცია თუ რამდენიმე წლიანი კავშირი სხვებთან?

#პორტფოლიო: 10 რეკლამა Metro Production-ის ნამუშევრებიდან

ადგილი, სადაც სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს ერწყმის