in

Rosetta Stone-ის რეკლამა ახალი სიტყვების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

ენების შემსწავლელი კომპანია Rosetta Stone მოდერნიზდა, როგორც თანამედროვე ბრენდი, რათა ისეთ აპლიკაციებს ებრძოლოს, როგორიცაა Duolingo. დუნკან ჩენონის მიერ შემუშავებული კამპანიის “There’s a Word for It” ფარგლებში ორი რეკლამა შეიქმნა.

ერთ-ერთ მათგანში, სახელწოდებით “The Turf”, ვხედავთ ქუჩის ხელოვანს, რომელიც ხალხითაა გარშემორტყმული. მოულოდნელად კი მისი კონკურენტი გამოჩნდება და მთელი ყურადღება მასზე გადადის, რასაც ფრაზა “bagong salta” მოსდევს — ანუ, ახალი ადამიანი საზოგადოებაში.

ტიპოგრაფიის ციფრული გადაფარვის ნაცვლად, სიტყვები იწერება, იბეჭდება და ფიზიკურ კომპლექტზე იკვეთება. ეს კი რეკლამას კინემატოგრაფიულ დეტალებს მატებს. „ყველამ იცის, რომ ენის სწავლა არის პროცესი, რომელიც დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ სასაცილო ისტორიების მოყოლა, რომლებიც მონეტის მეორე მხარეზეა ფოკუსირებული — პროცესის თანმდევი სიხარული ან ახალი ენის შესწავლისას მცირე გამარჯვებების მიღწევა“, — აღნიშნავს კელი მაკკალოუ, კრეატიული დირექტორი.

კამპანია გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიამოვნოა სრულყოფილი სიტყვის ან ფრაზის პოვნა კომედიურ ვინიეტებში, რომლებიც მოძველებული ბრენდის შესახებ ახალ შეხედულებას წარმოადგენს.

აუზში დახრჩობა ისეთივე უხმაუროა, როგორც ეს წყალქვეშა როკი

Heineken-ის ლუდის გასახსნელი ბევრი მუშაობისგან გიხსნით