15
Oct
2018

რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს საქართველოსთვის – ტექნოპარკში ინგლისელი მეწარმის ლექცია გაიმართება

15 Oct 2018

15 ოქტომბერს, 18:30 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქ.7), ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანტროპი – სტივენ ფეარი საჯარო ლექციას გამართავს, თემაზე: „ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობა საქართველოსთვის“ (The Importance of Enterprise for Georgia). ტექნოპარკის ინფორმაციით, ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, ძირითადად, ის განკუთვნილია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეებისთვის. 

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სტივენ ფეარი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება იდეისგან შექმნა წარმატებული ბიზნესი, პრაქტიკულ რჩევებს მისცემს დამსწრე საზოგადოებას – როგორ დავიწყოთ ახალი საქმე  და გავაუმჯობესოთ არსებული საქმიანობა. ასევე, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 

სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით, ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სატელეფონო ყუთის მილიონერს“. დღეისათვის, ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით. სტივენ ფეარი არის  Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.

განხილვა