in

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მარტივად ურთიერთობენ — კვლევა

მეცნიერები იმპოსტერის სინდრომის დადებით მხარეზე საუბრობენ

თუ სხვები აღნიშნავენ, რომ თქვენ შესანიშნავი ხართ, მაგრამ ამას თავადვე არ გრძნობთ ან ფიქრობთ, მაშინ იმპოსტერის სინდრომზე უნდა ვისაუბროთ. ამ საკითხს, შესაძლოა, ინდივიდისთვის პრობლემატურად თვლიდეთ, მაგრამ იმაზე ფიქრს, რომ თქვენ არ ხართ ისეთი კარგი, როგორადაც სხვები აღგწერენ, დადებითი შედეგიც აქვს. 

ადამიანები, რომელთაც იმპოსტერის სინდრომი აქვთ, სამსახურში ყურადღების გადატანას ცდილობენ, ისინი ორიენტირებული ხდებიან სხვებზე, რაც მათ ინტერპერსონალური ინტელექტის მქონე ინდივიდებად აქცევს, — განმარტავს ბასიმა ტევფიკი, კვლევის ავტორი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმპოსტერის სინდრომის მქონე ადამიანები საკუთარი ნაკლოვანების დაფარვას გუნდური მოთამაშის როლის მორგებითა და ძლიერი სოციალური უნარებით აკომპენსირებენ. მეტიც, ეს გამართლებული ქმედებაა — კვლევისას დადგინდა, რომ იმპოსტერის სინდრომის მქონე თანამშრომლები უფრო კარგად მუშაობენ და ურთიერთობენ კოლეგებთან.

მაგრამ როგორ ხდებიან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები კარგი სოციალურ ურთიერთობებში? ამ კითხვაზე პასუხი ერთ-ერთ ექსპერიმენტში შეგვიძლია ვიპოვოთ. ტევფიკმა ფიზიკური მომზადების პროგრამა გამოიკვლია და დააკვირდა, როგორ ურთიერთობდნენ ექიმები პაციენტებთან. ტრენინგის ბოლოს იმპოსტერის სინდრომის მქონე ექიმები უფრო დადებითად შეაფასეს. 

ისინი მეტად ემპათიურები და კარგი მსმენელები იყვნენ, ხშირად ამყარებდნენ თვალით კონტაქტს და საუბრისას ხელის ჟესტებს იყენებდნენ. ეს კი პასუხს გვცემს კითხვაზე თუ რატომ აძლევდნენ პაციენტები მათ ინტერპერსონალური ეფექტურობის მაღალ შეფასებას, — ამბობს ტევფიკი.

საინტერესოა ისიც, რომ იმპოსტერის სინდრომი არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში მისი დაძლევა შეიძლება. თუმცა თუ დადებით მხარესაც გავიხსენებთ, სანერვიულო არაფერია… ტევფიკი კი შემდგომ კვლევებში ამ ფენომენის კრეატიულობისა და პროაქტიულობის მიხედვით შესწავლას აპირებს. 

იმედი მაქვს, ამ ნაშრომის შემდეგ უფრო ბევრი ისაუბრებს იმპოსტერის სინდრომზე და მკვლევრები აქტიურად დაიწყებენ მის შესწავლას, — აცხადებს ტევფიკი.

როგორ ადაპტირდებიან უკრაინული დიზაინის სააგენტოები ახალ რეალობასთან

გაეცანი ხელოვნებას 365 დღეში ერთხელ – გაზეთი „სამასსამოცდახუთი”