in

როგორ ვებრძოლოთ „იმპოსტერის სინდრომს“ დისტანციური მუშაობისას?

M2
M2

იმპოსტერის სინდრომი — განცდა, რომ „მე არ ვარ სამუშაოსთვის შესაფერისი და ოდესმე ხალხი ამის შესახებ გაიგებს“, დაკავშირებულია დაბალ პროდუქტიულობასთან, დაბალ სამუშაო კმაყოფილებასთან და თანამშრომლების გადაწვასთან. მენეჯერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, მხარი დაუჭირონ გუნდის წევრებს, შეიძლება, რეალურად სწორედ ამ სინდრომს ებრძოდნენ.

პიროვნული კონტაქტის შემცირება გვაიძულებს, საკუთარ თავს მეტად ჩავუღრმავდეთ. სხეულის ენისა და სხვებთან კომუნიკაციის სხვა ნიუანსების გამოყენების გარეშე კი მთელ გონებას „თვითშეზღუდული“ აზრები იპყრობს. შესაძლოა, ამან მიკერძოებული ფიქრები გამოიწვიოს, რომლებშიც ჩვენი უარყოფითი რწმენის მხარდამჭერ მტკიცებულებებს ვეძებთ.

სტატიაში კი მოცემულია მთავარია სტრატეგიები, რომლებიც დისტანციური მუშაობისას სხვებისთვის იმპოსტერის სინდრომის შემცირებაში დაგეხმარებათ.

გააზიარეთ თქვენი ამბავი

აქტიურად გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება თანამშრომლებს და აგრძნობინეთ, რომ ისინი მარტონი არ არიან იმპოსტერის სინდრომის წინაშე. მცირე დაუცველობა ადამიანებს თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ხაზგასმით აღნიშნეთ, რამდენად გავრცელებულია იმპოსტერის სინდრომი და ისაუბრეთ ნებისმიერ მეთოდზე, რომელიც თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

დარჩით ინტერპერსონალური დინამიკის მორგებაში

ყურადღებით იყავით იმპოსტერის სინდრომის სიგნალების მიმართ, როგორიცაა თვითდამამცირებელი შენიშვნები, დაბალი თვითშეფასება და თვალსაზრისის გამოთქმაზე უარის თქმა ვიდეო ზარების დროს. ყურადღება მიაქციეთ, თუ გუნდის რომელიმე წევრი მსგავს ქცევას ავლენს და აუცილებლად დაგეგმეთ შესაბამისი შეხვედრა.

მოაწყვეთ შეკრება

წაახალისეთ თანამშრომლები, რომ გავიდნენ და პირისპირ იურთიერთონ კოლეგებმა. ისადილეთ საქმიანი შეხვედრის შემდეგ, მოაწყვეთ ერთობლივი სამუშაო დღე ოფისში ან უბრალოდ გაისეირნეთ. სტენფორდის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, სიარული შემოქმედებით შთაგონებას 60%-მდე ზრდის.

ყურადღებით დასვით კითხვები 

ფრთხილად იყავით იმასთან მიმართებით, თუ როგორ სვამთ კითხვებს, აკეთებთ კომენტარს და ამოწმებთ პროგრესს. ეს ურთიერთქმედებები ხშირად ხდება იმპოსტერის სინდრომის ძირითადი მიზეზი, თუ მენეჯერის კომენტარები აღიქმება, როგორც კრიტიკული ან რთული. ფაქტობრივად, ოფისის თანამშრომლების 91% ამბობს, რომ კოლეგებმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს მათ ციფრულ შეტყობინებებს. მკაფიო, მეგობრული კომუნიკაცია დაეხმარება იმპოსტერის სინდრომით დაავადებულ ადამიანს, თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნოს.

მიეცით კონკრეტული დადებითი უკუკავშირი

განამტკიცეთ თქვენი პოზიტიური აზრი გუნდის წევრებზე, მათ მუშაობაზე და იყავით კონკრეტული. ერთი მარტივი ცვლილება ქცევაში, რომელიც კარგად არის მიღებული, არის „შესანიშნავი სამუშაოს“ და „კარგი სამუშაოს“ ჩანაცვლება „მომწონს, როგორ აკეთებ X“-ით ან „ვფიქრობ, შენი კომენტარი Y-ზე ძალიან ზუსტი იყო“. ამ გზით, თქვენი გუნდი ზუსტად გაიგებს, რას აფასებთ მათ მუშაობაში და მომავალში თავიანთი პროგრესის გაუმჯობესებასაც  შეძლებენ. ნდობის აღდგენის კიდევ ერთი გამოცდილი და ჭეშმარიტი მიდგომა არის „მე ვფიქრობდი X-ის გაკეთებაზე, მაგრამ თქვენ დამარწმუნეთ, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა Y“.

წაახალისეთ ისინი კომფორტის ზონის გარეთ

შექმენით უსაფრთხო გარემო, რომელიც თანამშრომლებს უბიძგებს, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და სცადონ ახალი რამ. ეს ის დროა, როდესაც ყველაზე დიდ ზრდას განვიცდით როგორც ჩვენს უნარებში, ისე თავდაჯერებულობაში. დაარწმუნეთ თანამშრომლები, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ, როდესაც უცნობ ტერიტორიაზე არიან. გახსოვდეთ, სჯობს, დიდი გამბედაობით განიცადოთ კრახი, ვიდრე თვითკმაყოფილნი გადგეთ განზე.

პროფესიონალური განვითარების მხარდაჭერა

შეიმუშავეთ მიზნები, რომლებიც თანამშრომლების ცოდნის გაფართოებასა და უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ონლაინ ან პირადი სასწავლო შეხვედრებით, ისე პროფესიულ ღონისძიებებზე დასწრებით. კონფერენციები შესანიშნავი ადგილია თქვენი ცოდნის შესამოწმებლად და მოტივაციის მისაღებად, ან თავდაჯერებულობის გასაზრდელად.

Google Maps მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა მარშრუტებს შესთავაზებს

ბრენდი, რომელიც Apollo 11-თან ერთად გაფრინდა მთვარეზე