სულ ცოტა ხნის წინ, „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, XXII ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოება „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ გაიმართა. დაჯილდოებაზე სხვადასხვა კატეგორიებში გამოვლიდნენ საქართველოში მოწინავე რეიტინგის მქონე კომპანიები.. XXII ბიზნეს-რეიტინგის მონაწილე საუკეთესო კომპანიებს შორის ნომინაციაში „საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის საიმედო და სტაბილური პარტნიორი” პირველობა საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპმა (IMEP) მოიპოვა.

„იმპოსტი მეპ“ ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე და სრულად მოიცავს საინჟინრო სპექტრს: პროექტის მომზადება, პროექტის შემოწმება/კორექტირება, საინჟინრო სისტემების მიწოდება/მონტაჟი საქართველოში მოქმედი საკანონდებლო ნორმების შესაბამისად.

„იმპოსტი მეპ“ – პირველი კომპანიია საქართველოში, რომელმაც სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კატეგორიაში ჯილდო მოიპოვა.

სახანძო უსაფრთხოების სისტემების გარდა, იმპოსტი მეპის საქმიანობა სრულად მოიცავს გათბობა/გაგრილება, ვენტილაციის, წყალგაყვანილობების სისტემების, ელექტრობისა და სუსტი დენების პროექტირებასა და მიწოდება/მონტაჟის სერვისს.
[R]










