4
Jun
2013

იმპრესიონიზმი განათების ბიზნესში

4 Jun 2013

კლოდმონესმზის ამოსვლა და ზოგადად იმპრესიონისტი მხატვრების ნამუშევრები მზის სინათლით აციმციმებული მრავალფეროვნებით გხიბლავს, რომლებიც თავისი შინაარსით ისახავენ სილამაზის, ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას.

90-იან წლებში, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემას ელექტრო ენერგია წარმოადგენდა და ბევრს ნათურის დანიშნულებაც კი დავიწყებული ქონდა, ზურაბ გაბინაშვილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა  და იმპრესიონისტი მხატვრების მსგავსად ქართულ ბაზარზე ეკო ნათურებით აციმციმებული მრავალფეროვნების შემოტანა დაისახა მიზნად.

ზურაბ გაბინაშ 

პირველი ნაბიჯები

    1995 წელი.  და-ძმა  გაბინაშვილები. სიდუხჭირე. „ვაგზლის ბაზრობა“.  ეს ახალი ნათების პრეისტორიაა. თუმცა მანამ სანამ ახალი ნათება დაარსდებოდა, იყო ერთჯერადი თეფშები, დანები, საპარსი საშუალებები, ცელოფნები, „ვაგზლის ბაზრობაზე“ დახლი, საცალო ბაზრის მოთხოვნილებებზე მორგება და მათი დაკმაყოფილება, ხოლო შემდეგ თურქეთი და შემთხვევით აღმოჩენილი ნათურების საბითუმო მაღაზია.    

  „მიუხედავად იმისა, რომ  დენი ხშირად ირთვებოდა, განათების საშუალებების რეალური დეფიციტი შეიმჩნეოდა. ბაზარზე  საბჭოთა კვშირის შემდეგ შემორჩენილი ერევნისა და რიგის ნათურები იყო მხოლოდ, ჩვენ კი თანამედროვე ტენდენციებზე – ფილიპსის დაბურულ და ეკო ნათურაზე გავაკეთეთ აქცენტი და მოთხოვნაც გაჩნდა. ელიავას ბაზრობაზე გავხსენით ჯიხური რომელიც მოცულობით სულ რაღაც კვადრატ ნახევარი იყო, რომელსაც გარედან ჩემი ხელით დაწერილი „ფილიპსის“ ტრაფარეტი ქონდა გაკრული».

   ახალი ნათების დაფუძნებას  წინ უძღოდა ინდმეწარმის მოღვაწეობა. პირველი მაღაზია დიდუბის ქუჩაზე გაიხსნა,  განათების თანამედროვე დიზაინმა დიდი ინტერესი გამოიწვია და  “ფილიპსის” დახლმა ელიავას ბაზრობიდან ტრანსფორმაცია “ახალი ნათების” ქსელის რამოდენიმე სარელიზაციო ობიექტების სახით განიცადა.

  „მივედი იმ დასკვნამდე,  რომ ბაზრობა ჩემთვის ბიზნესის წარმოების მიუღებელი  ფორმა იყო, ვინაიდან აქ განვითარების არანაირი პერსპექტივა არ იყო, თან განათების თანამედროვ სისტემებზე   საკმაოდ მზარდი მოთხოვნილებები  შეიმჩნეოდა.  1999 წელს დიდუბის ქუჩაზე მუშტაიდის ბაღთან გავხსენით პირველი მაღაზია. აქედან დაიწყო ახალი ნათების ისტორია და სახელწოდება, რომელიც სრულიად შემთხვევით იყო მიგნებული, ერთგვარ სლოგანადაც იქცა».

ბიზნესის წარმატება

   ახალი ნათების დამფუძნებელი ზურაბ გაბინაშვილი შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას და კანონის წინაშე მორჩილებას მიიჩნევს ბიზნესის წარმატების მთავარ კრიტერიუმებად. თუმცა როგორც მამოძრავებლ ძალას ის მიიჩვნევს იმ სიდუხჭირეს, რომელიც არა მხოლოდ მან, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ გამოიარა,  რაც 90-იანი წლებში პოლიტიკური დაპირისპირებებითა და ეთნოპოლიტიკური ომებით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის მკვეთრი დაცემით იყო განპირობებული.

“მამოძრავებელი ძალა იყო ის სიდუხჭირე, რომელმა არამხოლოდ ჩემს ოჯახში, არამედ ბევრი ქართველის ოჯახში შემოაღწია. ამან განაპირობა ჩემში იმ უნარჩვევების აღმოჩენა, რაც მომავალში ბიზნესის განვითარებაში დამეხმარა. რაც შეეხება ახალ ნათებას, ჩვენ არ ვზოგავთ დროს, ენერგიას და სახსრებს იმისთვის, რომ სწორად წარვმართოთ  მარკეტინგული კომუნიკაციები».

 

სოცილაური პასუხისმგებლობა

არაერთი საქველმოქმედი აქცია, კათარზისი, ირმა გაბინაშვილის სახელობის ფოდნი. ორგანიზაციები ხშირად მონაწილეობენ საზოგადოების ცხოვრებაში ნებაყოფლობითი პრინციპის საფუძველზე.  მაღალ სოციალურ ჩართულობას თავისი დივიდენდები მოაქვს.  კვლევების შედეგებად მიღებული ციფრებია: სოციალურ პროგრამებში აქტიურად ჩართული კომპანიების შემოსავალი 3-10% უფრო მაღალია.

“სოციალურ პასუხისმგებლობას კომპანიები პიარისთვის და ბრენდის იმიჯის ამაღლებისთვის იყენებენ, ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. მითუმეტეს თუ კომპანია ფინანსურად მყარად დგას ფეხზე, ამით მას არაფერი დააკლდება, საქველმოქმედო სახის აქციები კეთილი ნების აქტიც შეიძლება იყოს და ჩემი დიდ სურვილი იქნებოდა, მსგავსი სახის აქციების მხოლოდ პიარისთვის ნაკლები ჩართულობა. ჩვენ დავაფუძნეთ ირმა გაბინაშვილის სახელობის ფონდი, რომელიც არაერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო, თუმცა ის დამოუკიდებლად, «ახალი ნათებისგან» გამიჯნულად არსებობს“.

 

პრაქტიკა და მართვის ხელოვნება

“მართვის ხელოვნება პრაქტიკასთან ერთად მოვიდა, ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის კუთხით უმაღლესი განათლება არ მიმიღია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭირო ლიტერატურას არ ვეცნობი. იდეალური მმართველი არ ვარ. ჩემი აზრით კარგი მმართველი არ შეიძლება ან ძალიან რბილი იყოს ან ძალიან მკაცრი. პრაგამატიზმზე, ლოგიკაზე და შეგნებაზე უნდა იყოს აგებული მართვა”.

 

 

ავტორი: ნანა კიკალია

განხილვა