in

სტრატეგია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა სამსახურში

ფსიქიკური ჯანმრთელობა თანამშრომელთა ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს თქვენი, როგორც კომპანიის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს, თუმცა დიდ გავლენას ახდენს მათ ეფექტურობასა და შედეგიანობაზე. ფიზიკურის გარდა, თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევა არამხოლოდ პასუხისმგებლიან დამსაქმებლად გაქცევთ, არამედ მნიშვნელოვნად წაიწევით წინ კომპანიის მიზნებს.

დაიწყეთ თავად სამუშაოთი

დღეს, სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოიცავს იმას, თუ როგორ, რატომ და სად ვმუშაობთ. მოქნილი სამუშაო ადგილის ექსპერტის Cali Yost-ის რჩევაა: როდესაც იწყებ იმაზე ფიქრით, თუ რა უნდა გაკეთდეს, შეგიძლიათ  წარმოიდგინოთ, როგორ, როდის და სად კეთდება სამუშაო, რომ ეფექტურად წარმართოთ ორგანიზაცია და დაეხმაროთ ადამიანებს საუკეთესოდ გამოავლინონ უნარები. განვიხილოთ JAMA-ს ახალი კვლევა, რომელიც აღნიშნავს,, რომ სამუშაოს მეტი მოქნილობა დაკავშირებულია სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის და ყოველკვირეული შფოთვის დაბალ ალბათობასთან.

სამუშაოზე დაბრუნების პრაქტიკის მსგავსად, თანამშრომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგადი პოლიტიკა იშვიათადაა წარმატებული და არ არის რეალისტური, თუ გავითვალისწინებთ არსებულ მრავალფეროვან სამუშაო ფორმატს. ჯიმ მორტენსონის, სამუშაო ადგილზე ქცევითი ჯანმრთელობის წამყვანი პროვაიდერის თქმით, ისევე, როგორც ზოგად პრაქტიკოსს არ შეუძლია გაუმკლავდეს ინდივიდის ყველა ფიზიკურ სამედიცინო პრობლემას, ქცევითი ჯანმრთელობის ერთი გადაწყვეტა არ გადაჭრის ყველა პრობლემას, რომელიც თანამშრომლებს აქვთ. თქვენ უნდა აღიაროთ გუნდის წევრთა საჭიროებების მრავალფეროვნება და ასევე გესმოდეთ ამ ორგანიზაციის სპეციფიკური სტრეს-ფაქტორები. თუ არ იყენებთ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან, ვერ მიიღებთ შესაბამის შედეგებს.

არ მიანდოთ უცხო პირებს თქვენი გუნდის ქცევის შეცვლა

ძალიან ხშირად, კომპანიები ეყრდნობიან გარე ექსპერტებს ან დანიშნულ კონსულტანტს შიდა ტალანტის ჩართვის გარეშე, რომლებიც არიან მენეჯერები და ლიდერები ბიზნეს ერთეულებში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ სთხოვთ გუნდებს, შეცვალონ მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთესი შედეგების მისაღწევად, საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილების მიმღები პირები ბიზნეს ერთეულებში.

ნიუტონ ჩენგი არის ასეთი გადაწყვეტილების მიმღების ერთ-ერთი მაგალითი. ის არის ყოფილი ინჟინერი, რომელიც Google-ის ჯანმრთელობისა და მუშაობის ხელმძღვანელია. ასევე, ის არის საკმაოდ ძლიერი ადვოკატი. ჩენგი ღიად საუბრობს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე – რაც მას ეხმარება დიდ კოლექტივთან ურთიერთობაში.

ჩენგმა ისაუბრა, თუ რატომ არის წარმატებული მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სემინარები Google-ის გარშემო: „მე ვზივარ იმავე სტიგმაში, როგორშიც ისინი. მე ვარ მაგალითი, თუ როგორ გამოიყურება მოწყვლად მდგომარეობაში ლიდერი იმავე ორგანიზაციაში, სადაც ისინი იმყოფებიან. ძალიან რთულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება, სანამ არ დაინახავ ვინმეს, ვინც ამას აკეთებს.”

ხელი შეუწყვეთ საუბრებს

დასაწყისისთვის, გაზარდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ წიგნიერება ორგანიზაციაში. როდესაც არ არსებობს საერთო ენა ან ცოდნის საწყისი დონე, იქ მიკერძოება და სტიგმა ყვავის. ახალგაზრდებმა შეიძლება უფრო ღიად ისაუბრონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამისთვის შესაბამის გარემოში გაიზარდნენ, ვიდრე წინა თაობები, თუმცა ტერმინების ზედმეტად გამოყენებამ და არასწორად გამოყენებამ (მაგ., „მე მქონდა პანიკის შეტევა“) შეიძლება უკუკავშირი შეასუსტოს. ინვესტიცია ჩადეთ ისეთ ტრენინგში, რომ ყველამ ისწავლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლები.

იყავით მომთმენი და მოემზადეთ ინვესტირებისთვის

არ არსებობს ჯადოსნური აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს სამსახურში უფრო ბედნიერს გახდის. გახდე ფსიქიკურად ჯანსაღი ორგანიზაცია ნიშნავს აიღოთ ვალდებულება შეცვალოთ მისი აღქმის საფუძვლები და ის იწყება ლიდერობით.

წყარო: HBR

ლიონელ მესიმ Olé-ს საფეხბურთო სიმღერა Oh-Lay’s-ით შეცვალა!

ნახეთ Young Lions Georgia 2024-ის ყველა ნამუშევარი!