ფიქრობთ, რომ პოტენციურ მომხმარებლებს აფრთხობთ გრძელი, მოსაწყენი ტექსტენით? მარტო არ ხართ. კვლევის ფარგლებში, მონაწილეობდა 20,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც წერის ჩვევების შესახებ ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ მათი 33% ებრძვის ზედმეტ უხვსიტყვიანობასა და სათქმელის გრძლად თქმას. ამიტომაც, ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ სავარჯიშოებს, რომლებიც ლაკონური ტექსტის დაწერაში დაგეხმარებათ.
სავარჯიშო #1: დაწერეთ პირველი მონახაზი, გრძლად
ვიცით, ვიცით, გინდათ, რომ ის მოკლე და სხარტი იყოს თავიდანვე, მაგრამ წერა ასე არ მუშაობს. თუ გინდათ უკეთესი ტექსტის გამოჰივიდეთ, ივარჯიშეთ ჯერ ყველა იდეის ჩამოწერაში. ბესტსელერების ავტორი, ენ ლამოტი, ამას თქვენს „საშინელ პირველ მონახაზს“ უწოდებს, რადგან ეს ზუსტად ისაა, რაც არის თქვენი პირველი მცდელობა – საშინელი. წერის პროცესის პირველი ნაბიჯია მისი ფურცელზე გადმოტანა და არა მისი სრულყოფა.
მთავარი აზრი: უბრალოდ წერეთ, ნუ არედაქტირებთ.
რატომ? იმიტომ, რომ წერა და რედაქტირება ორი სხვადასხვა ფუნქციაა. ორივეს ერთდროულად კეთება მხოლოდ შეგანელებთ. დაწერეთ პირველი მონახაზი და ირწმუნეთ, რომ წერის მაგია მაშინ ხდება, როცა დროს ხარჯავთ რედაქტირებასა და გაპრიალებაზე.
სავარჯიშო #2: დაწერეთ უხეშად
თავაზიანობა დროის გაწელვას განაპირობებს. თუ ძალიან ცდილობთ ყველას მოეწონოთ, თქვენი ტექსტი დაზარალდება. ვიცით, რომ დაამატებთ ყველანაირ არასაჭირო დეტალებსა და შემარბილებლებს თქვენს შეტყობინებაში, რაც გააუფერულებს და ვერავის დაამახსოვრებს თავს. უფერულსა და დასავიწყებელს გახდის.
უხეშად წერა დაგეხმარებათ დაწეროთ უფრო ეფექტური გაყიდვების ტექსტი, უფრო სწრაფად და ნათლად. უხეშად წერა არ ნიშნავს, რომ მას ასე უხეშად დავტოვებთ. გამოიყენეთ ეს სავარჯიშო თქვენი შინაგანი კრიტიკოსის მოსატყუებლად და თქვით ის, რისი თქმაც გსურთ, ფილტრის გარეშე.
სავარჯიშო #3: მოაშორეთ ზედმეტი
როდესაც გექნებათ პირველი მონახაზი, რომელიც შეიცავს მთავარ არსს, თუ რისი თქმა გსურთ, დროა, დაარედაქტიროთ. ამოჭერით რაც შეიძლება მეტი სიტყვა თქვენი ტექსტიდან მნიშვნელობის დაკარგვის გარეშე. იყავით დაუნდობელი. მოიშორეთ ყველა არასაჭირო სიტყვა, ზმნიზედა და კლიშე.
თუ გრძნობთ, რომ წერთ როგორც რობოტი ან საკუთარ თავს ეუბნებით, „მე საშინელი მწერალი ვარ“, გახსოვდეთ: წერა არ არის კოსმოსური მეცნიერება. ეს არის დასწავლადი უნარი, რომლის განვითარებაც ნებისმიერს შეუძლია.
წყარო: marieforleo