in

როგორ გავაუმჯობესოთ პრეზენტაციის წარმართვის უნარი

ყველაზე ეფექტური პრეზენტატორები და კომუნიკატორები კარგად იცნობენ საკუთარ იდენტობას და აქვთ თვითშემეცნების ისეთი დონე, რომელიც მიღებულია საკუთარი რწმენების, დამოკიდებულებებისა და ქცევითი მოდელების გააზრებით. გაცილებით უფრო ადვილია კომუნიკაციის გზების შეცვლა და გაუმჯობესება, როდესაც გვესმის, რატომ ვსაუბრობთ და ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით.

ჩვენი ინდივიდუალური კომუნიკაციის სტილი განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით: გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, ადამიანები, ვისთანაც ვსაუბრობთ, ჩვენი კულტურული აღზრდა და ის, თუ როგორ ვლინდება ეს სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, ჩვენი კომუნიკაციის სტილი შეიძლება შეიცვალოს მსმენელების ავტორიტეტის დონის მიხედვით და იმის მიხედვით, თუ როგორ აღგვიქვამენ ისინი ჩვენ. ასევე შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ ვგრძნობთ თავს – ექსპერტად თუ დამწყებად კოლეგებს შორის.

იმისათვის, რომ ისწავლოთ როგორ წარადგინოთ ნათლად და თავდაჯერებულად, სცადეთ საკუთარ თავთან მუშაობა ამ სფეროებში.

ცვლილებებისადმი იმუნიტეტის (ITC) მეთოდის პრაქტიკა

ჰარვარდის პროფესორების რობერტ კეგანისა და ლიზა ლეჰის მიერ შემუშავებული ITC მეთოდი ადამიანებს ეხმარება გადალახონ ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან მათ სასურველი ცვლილებების განხორციელებაში. კეგანი და ლეჰი ამ ბარიერებს უწოდებენ „ფარულ ვალდებულებებს“ – საქმეებს, რომლებიც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზნების მიღწევა და რომელთა შესახებ შეიძლება დაუყოვნებლივ ვერ ვაცნობიერებდეთ.

იმის დასადგენად, გაქვთ თუ არა ფარული ვალდებულება, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის თქვენი მიზანი, და შემდეგ შეადგინეთ იმ ყველაფრის სია, რასაც ამჟამად აკეთებთ ან არ აკეთებთ, რაც ხელს გიშლით ამ მიზნის მიღწევაში. თუ თქვენი მიზანია გახდეთ უფრო თავდაჯერებული პრეზენტატორი, თქვენი სია შეიძლება მოიცავდეს:

  • არ ვვარჯიშობ პრეზენტაციებისთვის მოსამზადებლად
  • არ ვითხოვ უკუკავშირს
  • ვუშვებ, რომ მომერევა შფოთვა, რომ შეცდომას დავუშვებ საჯაროდ გამოსვლისას
  • უარს ვამბობ ან თავს ვარიდებ პრეზენტაციის შესაძლებლობებს

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო მეტად არიდებთ თავს შეცდომის დაშვებას, ვიდრე თავდაჯერებულად საუბარს სწავლობთ. ამის იდენტიფიცირების გარეშე, სავარაუდოდ, გაგიჭირდებოდათ საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.

თუმცა, როგორც კი დაინახავთ თქვენს ფარულ რწმუნებულებებს, უკვე შეგიძლიათ მას გაუმკლავდეთ. თუ არ იცით, როგორი იქნება თქვენთვის საჯარო გამოსვლა, შეგიძლიათ ჩაატაროთ მცირე, დაბალი რისკის ექსპერიმენტები იმ დაშვების შეწინააღმდეგებისთვის, რომ საჯარო გამოსვლა ძალიან მოწყვლადს გხდით. შეგიძლიათ ესაუბროთ რამდენიმე კოლეგას, რომლებმაც უკვე დაძლიეს ეს შიში და მათ თავიანთი ისტორიების გაზიარება სთხოვოთ.

ასევე შეგიძლიათ განზრახ დაუშვათ მცირე შეცდომა დაბალი რისკის სიტუაციაში პრეზენტაციისას და ნახოთ, როგორ წარიმართება. შეიძლება ისიც აღმოაჩინოთ, რომ საერთოდ არაფერი ხდება და თქვენმა შიშმა გაიძულათ უკან დახევა.

საკუთარი თავის აღქმა

ჩვენი პიროვნების შეგრძნება დიდწილად დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები. თითოეული ადამიანისთვის, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს – კოლეგა, ხელმძღვანელი, კლიენტი – გვაქვს სხვადასხვა „მე“, რომელიც სიტუაციის მიხედვით ჩნდება. ეს “მე”-ების ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ის ადამიანი, რომელიც გვჭირდება კონკრეტულ მომენტში – გამოწვევის დასაძლევად, რთული სიტუაციის სამართავად ან უბრალოდ კავშირის დასამყარებლად.

საჯარო გამოსვლებისას, ბუნებრივია გსურთ, რომ თქვენი ყველაზე თავდაჯერებული ვერსია გამოჩნდეს. მაგრამ ბევრი უკან იხევს სიმორცხვის გავლენით, განსაკუთრებით თუ ახალბედები ვართ პრეზენტაციაში ან მაღალი რისკის სიტუაციაში ვიმყოფებით. შემდეგი პრეზენტაციისას ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიქრებსა და ქცევებს. გერიდებათ რაიმე თემაზე თქვენი აზრის გაზიარება? ძალიან ჩუმად საუბრობთ? თავს არიდებთ ოთახში მყოფ ხალხს? ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენმა „მორცხვმა შინაგანმა მემ“ აიღო სიტყვა თავის თავზე.

როგორც კი ამას შეამჩნევთ, შეგიძლიათ მიდგომა პროაქტიულად შეცვალოთ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ გაქვთ სხვა „შინაგანი მე“, რომლის წინ წამოწევაც შეგიძლიათ. ამ „მეს“ სჯერა, რომ აქვს საუბარში ღირებულების შეტანის უნარი, ამყარებს პირდაპირ თვალით კონტაქტს და პროეცირებს თავის ხმას. ასევე არის „მცოდნე მე“, რომელსაც სჯერა, რომ საჭირო საშინაო დავალება შეასრულა თავისი პერსპექტივის გასაზიარებლად და პროაქტიულად აზიარებს საკუთარ აზრებსა და გამოცდილებებს. „მეგობრულ მეს“ სჯერა, რომ პრეზენტაცია არის დიალოგი და არა მონოლოგი და რთავს აუდიტორიას თემის განხილვაში – მათ შორის კითხვების მიღებით. „მენტორ მეს“ სჯერა, რომ ყოველი პრეზენტაცია არის სწავლისა და სწავლების საშუალება.

წყარო: HBR



AI-ის დახმარებით The Beatles გრემის ორ ნომინაციაზეა წარდგენილი!

გაზარდე საკუთარი ტყე – „თეგეტა“ რუსთავში გამწვანების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა