in

თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ! კონსტანტას პროვოკაცია!

„თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ, მოითხოვეთ ანაბარზე გაზრდილი სარგებელი და თუ თქვენი ბანკი მაინც 10%-ს შემოგთავაზებთ მოდით ჩვენთან და მიიღეთ 13%“ – ასეთია ახალი შეთავაზება ბანკ „კონსტანტასაგან“

„მარკეტერის“ მკითხველს  აქვს საშუალება ექსკლუზიურად იხილოს „კონსტანტას“ ახალი სარეკლამო რგოლი.

„ამ კამპანიის დაწყების მიზანია მეტი რესურსი მოვიზიდოთ ლარში. გვინდა ხალხს ვუთხრათ, რომ ჩვენთან გახსნან ლაშა გოგუაანაბარი. პირობა ზუსტად ისეთივეა, როგორც აქამდე იყო – 13%. მომხმარებელთა ნაწილი , შესაძლოა, არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ. ის რაც იყო ისევ რჩება, უბრალოდ ასეთი ფორმით გადმოვეცით. უფრო ნათელია და მარტივი გასაგებია ჩვენი უპირატესობა. ამიტომ  გავაკეთეთ ასეთი რგოლი“,- ამბობს ლაშა გოგუა, ბანკ კონსტანტას მარკეტინგის მენეჯერი.

რეკლამა კომპანია  ABK -მ გადაიღო.  იდეა და სცენარი ერთობლივად გაჩნდა. ლაშა გოგუას თქმით, ბანკი მათთან დიდი ხანია თანამშრომლობს და თითოეულ აქტივობას,  ბაზრის შესაბამისად და ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად გეგმავენ.

ვიდეო რომ პროვოკაციულია ამას თავადაც ადასტურებს და თვლის, რომ აუცილებლად გაამართლებს.

‘’ჩვენ არ გვინდოდა, ვინმეს გამოწვევა, უბრალოდ ჩავთვალეთ, რომ ასეთი ფორმით კომუნიკაცია უფრო ეფექტური იქნებოდა“ – ამბობს ლაშა გოგუა.

ხშირად, როცა  ერთი კომპანია სხვების მიმართ ასეთ გამომწვევ რგოლს უშვებს  „ბრენდების ნამდვილი ომი“ იწყება.  „კონსტანტაში“ არ გამორიცხავენ რომ კონკურენტებმა საპასუხო ნაბიჯები გადადგან. ლაშა გოგუა ამბობს, რომ ბაზარზე საკამოდ კონკურენტული გარემოა და ყოველდღიურად რაღაც უნდა გააკეთო, მზად უნდა იყო შემდეგი ნაბიჯებისთვის.

ეს ბანკი “კონსტანტას“ უკვე მეორე აგრესიული კამპანიაა. მანამდე იყო „ინბოქსის“ შესახებ გადაღებული რგოლები, სადაც ჰოლივუდის მსახიობი ვინი ჯონსი მონაწილეობდა. მაშინაც და ახლაც, ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  „კონსტანტა“  იმიჯს არ იცვლის და ისევ „ტრადიციულ“ ბრენდად რჩება. ანაბრებზე რეკლამა კი ერთი კონკრეტული კამპანიაა, რომელიც სათქმელს ამ ფორმით ამბობს.

ღვინო რომელიც უხდება სექსს და კიდევ უფრო მეტ სექსს!

პორტფოლიო

30 მაისი, Behance Portfolio Review Tbilisi-ს პროგრამა და პრიზები